GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – პირადად, არანაირი კითხვები „ისფედის“ მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს „იუესეიდის“ მიმართ, რომელიც აფინანსებს „ისფედს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ისფედი“ პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის შექმნას ნიადაგი. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით „ისფედის“ განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მას კითხვები აქვს არა „ისფედის“, არამედ „იუესეიდის“ მიმართ, რომელიც „ისფედს“ აფინანსებს.

„ესეც აჩვენებს, თუ რატომ არ აქვეყნებს „ისფედი“ პარალელური დათვლის შედეგებს, რომ ასეთი სპეკულაციებისთვის შეექმნა ნიადაგი და ვხედავთ ახლა, რომ ეტაპობრივად აბსოლუტურ აბსურდებს იძახიან. მე პირადად, არანაირი კითხვები „ისფედის“ მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს „იუესეიდის“ მიმართ, რომელიც აფინანსებს „ისფედს“. 2020 წელს „ისფედის“ არაპროფესიონალიზმს თუ მათ უცოდინრობას დაბრალდა თითქოს ის, მაგრამ მერე ჩვენ გავიგეთ, რომ „იუესეიდმა“ ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და მალავდა ამას. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს „იუესეიდის“ ახლანდელი ხელმძღვანელობა, რა დონით არიან საქმის კურსში, რატომ არ აქვეყნებს „ისფედი“ პარალელური დათვლის შედეგებს, რაშია ჩართული „იუესეიდი?“ ამიტომ მე არცერთი კითხვა არ მაქვს „ისფედთან“, კითხვები მხოლოდ მაქვს „იუესეიდთან“, მათი პასუხისმგებლობაა ახლა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ცდილობს არჩევნების ჩაშლას. წინა ჯერზე გაექცა პასუხისმგებლობას ყველა, ახლა ვერავინ გაექცევა, საჯაროდ პასუხი უნდა გასცენ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მალავს „ისფედი“ პარალელური დათვლის შედეგებს, რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს, რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით „ისფედი“ დეზინფორმაციას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა