GD Banner
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი მაკრონის, შოლცის და ტუსკის განცხადებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ მოიცალა გერმანიის კანცლერმა საქართველოზე განცხადებებისთვის, როდესაც თავად აქვს პრობლემები. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს ჰკითხეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ მხარს არ დაუჭერენ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, სანამ საქართველო არ გაატარებს ხელშესახებ რეფორმებს, მათ შორის არ გაუქმდება “რუსული” და ანტი ლგბტ კანონები.

საპასუხოდ, კობახიძე ამბობს, რომ ეს ჯანსაღი კანონია და თუ საპირისპიროს დაუმტკიცებენ, მაშინ იქნება საუბარი გაუქმებაზე.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, კობახიძემ  NGO-ების მხრიდან რევოლუციის მცდელობებზე ისაუბრა.

“პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი, მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის დ არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს.

რაც შეეხება ამ ორ კანონს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, ქალს უნდა ერქვას ქალი, კახს უნდა ერქვას კაცი.

თუ ვინმე დამიმტკიცებს განსხვავებულს, რომ ქალი რომ ხარ შეგიძლია მიხვიდე და ჩაეწერო კაცად ან კაცი რომ ხარ – ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა. თუ ამას დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, მე შემიძლია ხვალ საკუთარი თავი წარმოვიდგინო მაგალითად რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ხო ასეთად. ამ დონის აბსურდზეა საუბარი.

არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, აქაც ზუსტად იმავეზეა საუბარი… თქვენ იცით კონტექსტი როგორი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის. NGO-ებს ჰქონდა რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, სხვა მონაცემები და ამით საფუძველი დაუდეს პირველ რევოლუციურ ქმედებას ჩვენს ქვეყანაში. 2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მე-2 მცდელობა. აქ უკვე უშუალოდ ავიდნენ ისინი პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, წარმოიდგინეთ NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირებას, ეს იყო რევოლუციის მე-2 მცდელობა. ეს მცდელობა წარმოებდა უცხოური ფულით, ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში. დღესაც ისინი ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არის, მართალია სუსტი, მაგრამ უკვე მე-3 მცდელობა. ასეთ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ NGO-ების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით”,- თქვა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა