GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე-თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არჩევნებს ადმინისტრირების და ხმის ფარულობის დაცვის კუთხით ხარვეზი არ ჰქონია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არჩევნებს ადმინისტრირების და ხმის ფარულობის დაცვის კუთხით ხარვეზი არ ჰქონია, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ჩანდა მარკერის კვალი, მაგრამ ეს პირველ ყოვლისა ე.წ. საცდელ წრეს შეეხება, რაც რა თქმა უნდა ფარულობის დარღვევად ვერ ჩაითვლება- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში იქნებოდა რამდენიმე, ადამიანური შეცდომით გამოწვეული ხარვეზი, რომლის განზოგადება მთლიანად საარჩევნო პროცესზე არასერიოზულია.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არჩევნებს ადმინისტრირების და ხმის ფარულობის დაცვის კუთხით ხარვეზი არ ჰქონია, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ჩანდა მარკერის კვალი, მაგრამ ეს პირველ ყოვლისა ე.წ. საცდელ წრეს შეეხება, რაც რა თქმა უნდა ფარულობის დარღვევად ვერ ჩაითვლება, ცესკომ არჩევნების პროცესში ჩარჩო კონვერტის გამოყენების პრაქტიკა დანერგა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში, ხმის ფარულობას სრულად უზრუნველყოფდა, რა თქმა უნდა უბნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში იქნებოდა რამდენიმე, ადამიანური შეცდომით გამოწვეული ხარვეზი, რომლის განზოგადება მთლიანად საარჩევნო პროცესზე არასერიოზულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე არ დააკმაყოფილა საის სააპელაციო სარჩელი რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ყველა ტექნიკური უბნის გაუქმებას ბათილად ცნობას ითხოვდა, გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო განხილვა 24 საათი მიმდინარეობდა რაც უპრეცედენტო მოვლენაა, საქმე არსებითად განიხილეს, სასამართლო დარბაზში ასევე ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რაც სასამართლოს პირუთვნელი სიმართლის დადგენაში დაეხმარა“- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,699 ნახვა