GD Banner
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-სა და სხვა ორგანიზაციების საჩივრები 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შესახებ, გაუქმდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაც

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საბოლოოა და უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,737 ნახვა