GD Banner
პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონების“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, „მხარს ვერ დაუჭერენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ვიდრე ქვეყანა არ გაატარებს რეფორმებს“.

„საქართველო თუ არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, არ აჩვენებს რეფორმების ხელშესახებ მცდელობებს, განსაკუთრებით კი, არ გააუქმებს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადეს ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ლიდერებმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა