GD Banner
უცხოური მედია

ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერი მოითხოვს, რომ პრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტრამპს ბოდიში მოუხადონ

ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა საგარეო საქმეთა მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა ტრამპის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო. კერძოდ, მინისტრმა დონალდ ტრამპს უწოდა „სოციოპათი, რომელსაც ნეონაცისტები მოწონს“.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალმა ლიდერმა კემი ბადენოკმა ასევე, ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ურჩია, ბოდიში მოიხადოს აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფისთვის.

ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურმა დევიდ ლემმა 6 წლის წინ „ტაიმთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტრამპი „ქალების მოძულე, სოციოპათი და ნეონაცისტების მოყვარულია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის“. თუმცა აშშ-ში, არჩევნების დამთავრებისთანავე ტრამპს გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის „მეგობრული, განსაკუთრებული უერთიერთობების“ შესახებ ისაუბრა. 

თავად სტარმერმა ბადენოკს შეახსენა, რომ სექტემბერში ლემთან ერთად ტრამპს შეხვდა. მისი თქმით, კონსტრუქციული დიალოგი შედგა. ამასთან, ოქტომბრის ბოლოს Daily Mail-თვის ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა გადაწყვიტა კამალა ჰარისის მხარდაჭერის გამო, დაესაჯა სტარმერი, რომელსაც რესპუბლიკელის შტაბში „მოწუწუნე -ლიბერალი“ შეარქვეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,053 ნახვა