GD Banner
უცხოური მედია

The Guardian- ტრამპის გამარჯვების გამო, უკრაინა ნიჰილიზმში ჩაიძირა

უკრაინა ნიჰილიზმში და გაურკვევლობაში ჩაიძირა ტრამპის გამარჯვების გამო,-ამის შესახებ The Guardian იუწყება. 

როგორც საგაზეთო სტატიაში წერია, ტრამპს შეუძლია კიევს შეუწყვიტოს სამხედრო დახმარება, რომლის გარეშეც უკრაინამ შესაძლოა, დონბასში კიდევ უფრო მეტი პოზიცია დათმოს.

The Guardian აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები 2022 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით მიიწევს ბრძოლის ველზე. თავდაცვის კვლევის სამეფო ინსტიტუტის დირექტორმა მეთიუ სევილმა გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა რუსეთი იყენებს თავის რიცხობრივ უპირატესობას ომში.

მანამდე უკრაინელმა სამხედრომ, ოქსანა ვედმიდმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს განიხილავენ, როგორც კიდევ ერთ დიდ გამოწვევას ისედაც რთულ სიტუაციაში.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,055 ნახვა