GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმ ფონზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ერთი ხმის მოპარვის რეალური მტკიცებულებაც კი, ჩვენ დღეს პროკურატურას დამატებით წარვუდგენთ სავარაუდო დანაშაულების რამდენიმე ათეულ ფაქტს

იმ ფონზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არათუ რასაც გვპირდებოდნენ, არათუ უპრეცედენტო მასშტაბის და თეორიულადაც კი დაუშვებელი მასშტაბის გაყალბების ფაქტები, ერთი ხმის მოპარვის რეალური მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს და ჩვენ დღეს პროკურატურას დამატებით წარვუდგენთ რამდენიმე ათეულ ფაქტს სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა-განეიტრალება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანობაში, საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე, ხოლო, საერთო ჯამში, მმართველ პარტიაში 402-მდე შემთხვევას იკვლევენ.

„მთლიანობაში, სულ ამ ეტაპზე საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე. ამასთან დაკავშირებით, მე წინა კვირაში ბრიფინგიც ჩავატარე, გახსოვთ ალბათ ეს ბრიფინგი. საერთო ჯამში, ჩვენ ვიკვლევთ ასეთ 402-მდე შემთხვევას, საიდანაც ნაწილი შეეხება სავარაუდო დანაშაულებს, როდესაც მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს სხვა საარჩევნო ოლქში კომისიის წევრად რადიკალური ოპოზიციიდან და მან ამის გამო ვერ მოახერხა ხმის მიცემა. ნაწილმა კი, მიუხედავად ანალოგიური დანაშაულის ჩადენის მცდელობისა, მოახერხა და სხვა საარჩევნო ოლქში მივიდა ხმის მისაცემად.

სავარაუდო დანაშაულთან ორივე შემთხვევაში გვაქვს საქმე, ერთი განსხვავებით, რომ ნაწილი დამთავრებულ დანაშაულს, ნაწილი კი დანაშაულის მცდელობას ეხება.

ერთი მაგალითი შემიძლია მოვიტანო, რაც სიახლე იქნება. წინა შემთხვევაში მე ვილაპარაკე კონკრეტულ მაგალითებზე. მაგალითად, არის ასეთი პიროვნება – ზურაბ ძებისაშვილი, ჩვენი მომხრე, რომელიც რეგისტრირებული გლდანის საარჩევნო ოლქში იყო მე-6 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრად ის დანიშნული იყო დუშეთში 38-ე საარჩევნო უბანზე, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ მიერ.

ზურაბ ძებისაშვილს, წინასაარჩევნო პერიოდში დაუკავშირდნენ – ამით არის განსხვავებული ეს შემთხვევა და შესთავაზეს საუბნო კომისიის წევრობა და უთხრეს, საიდან უნდა ყოფილიყო ის საუბნო კომისიის წევრი, მან ამაზე განაცხადა უარი. ნახეთ განსხვავება რა არის: თუ სხვა შემთხვევებში არც უკავშირდებოდნენ, კონკრეტული ადამიანის პირად მონაცემებს მოიპოვებდნენ უკანონოდ, შემდეგ არეგისტრირებდნენ „ნაცების“ რომელიღაცა პარტიის წარმომადგენლად, ანუ კომისიის წევრად სხვაგან, საარჩევნო უბანში, ამ შემთხვევაში, წინასწარ დაუკავშირდნენ ბატონ ზურაბ ძებისაშვილს, მისი უარის მიუხედავად დანიშნეს სხვა საარჩევნო უბანში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პარტიის კომისიის წევრად და როდესაც ის მივიდა თავის საარჩევნო უბანზე, სადაც იყო რეგისტრირებული, აღმოჩნდა, რომ მას არ შეეძლო ამ უბანზე ხმის მიცემა, იმიტომ, რომ ამ დანიშვნის გამო სპეც.სიაში სხვაგან იყო შეყვანილი.

ბატონ ზურაბს აქვს მათ შორის, ტელეფონის ნომერი, საიდანაც დაუკავშირდნენ და ეს შეუძლია მოახსენოს გამოძიებას, როდესაც დაიბარებენ პროკურატურაში დაკითხვაზე.“ – განაცხადა მდინარაძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა