თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ჩემს მეგობარ დონალდ ტრამპს, რომელმაც არჩევნებში დაუღალავი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად.
ამ ახალ ეპოქაში, რომელიც ამერიკელი ხალხის არჩევანით იწყება, ვიმედოვნებთ, რომ განმტკიცდება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები და დასრულდება რეგიონული და გლობალური კრიზისები, ომები.
განსაკუთრებით, პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი. მჯერა, რომ იქნება დამატებითი ძალისხმევა უფრო სამართლიანი მსოფლიოსთვის. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები სარგებელს მოუტანს მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
Facebook Comments Box