GD Banner
სპორტი

მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს: არ მინ­და ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე, მო­ვუ­წო­დებ მისი ოჯა­ხის წევ­რებს, მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა, უმ­კურ­ნა­ლონ და და­ეხ­მა­რონ ამ ადა­მი­ანს

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლა სურს. ის დვა­ლიშ­ვილს კის­რის მო­ტე­ხი­თაც და­ე­მუქ­რა.

“მე­გობ­რე­ბო რა­საც ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე კად­რუ­ლობს “ტი კტოკ“ ვი­დეო მი­მარ­თვე­ბით ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ არის სრულ ჭკუ­ა­ზე. ეს პი­როვ­ნე­ბა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის, სპორ­ტი­სა და კა­ცო­ბის სირ­ცხვი­ლი…ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც მსგავს რა­მეს იკად­რებს, კარ­გად იცით რისი ღირ­სია და რა­საც იმ­სა­ხუ­რებს!

მო­ვუ­წო­დებ მისი ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს, მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა, უმ­კურ­ნა­ლონ და და­ეხ­მა­რონ ამ ადა­მი­ანს! მას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბა. მე არ მინ­და ის პი­რა­დად ვნა­ხო და ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე, მი­თუ­მე­ტეს სა­მარ­თლებ­რი­ვად მივ­ხე­დო ამ საქ­მეს, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის, ჩემი ღირ­სე­ბის და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის. ეს არ ჯდე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის წეს­ში. მე მე­ცო­დე­ბა მისი პა­ტა­რა შვი­ლი და მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც პი­რა­დად ვიც­ნობ…“ – წერს დვა­ლიშ­ვი­ლი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ მა­ნამ­დე მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და:

“ტე­ლე­ვი­ზია რო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ჩხუ­ბა­რი პარტნი­ო­რი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნი­ორს ვე­ჩხუ­ბე­ბი, “ვე­ბოქ­სა­ვე­ბი” ოღონდ, ისე არა. “ვე­ბოქ­სა­ვე­ბი”, გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი და “ვე­ბოქ­სა­ვე­ბი”, ბე­ბე­რი ავ­თან­დი­ლა ხურ­ცი­ძე და დავ­ცხოთ. მაგ­რამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხ­დე­ბა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა, ერთი წელი მა­ინც. ამ ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ და სა­რე­ი­ტინ­გო ბრძო­ლას….

არც მა­გის ქა­მა­რი მინ­და და არა­ფე­რი, ერთ ათ რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ვე­ჩხუ­ბე­ბი, თუ გინ­და, 12 იყოს. კი არ მივა მა­ნამ­დე ჩხუ­ბი, მა­ნამ­დე მო­ტე­ხავ მა­გას კი­სერს. გავ­თი­შავ, ოღონდ კრივ­ში, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ექ­ნე­ბათ სა­ყუ­რე­ბე­ლი.

კი, მარ­თა­ლია ჩემს ჩხუბს არ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­რაბს ხომ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოვ­ჩნდე­ბი მეც”, – ამ­ბობს ხურ­ცი­ძე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,097 ნახვა