GD Banner
პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფელისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.

ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ გამოიყურება რუკა. ქარუმიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კამერები თეთრ ფონზე ნაცრისფერს კარგად ვერ აღიქვამენ.

„დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან. როგორც აქ ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სადა თეთრი კვადრატი წარმოადგინა. საქართველოში ყველა მედიამ მიიღო ეს პრეზენტაცია ციფრული ფორმით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის ეკრანი. კამერებს არ მოსწონთ ნაცრისფერი თეთრ ფონზე.“ – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე. ოპოზიციის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ სლაიდში საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრად არის აღნიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ რეგიონებში, ოკუპაციის გამო, “ქართულ ოცნებას” დელეგატები არ ჰყოლია, ამ სლაიდს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა