GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თეთრიწყაროს სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად არა მოსამართლის, არამედ, მისი მეუღლის, აქტიური რადიკალის ელზა გურგენიძის გადაწყვეტილებაა, რომელიც გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და სიმართლეც გაირკვევა

ის, რომ გაკოტრებული ოპოზიცია, თავის ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორით ცდილობს რამენაირად ისეთი სურათის წარმოჩენას თითქოს არჩევნების დროს მართლაც სერიოზული დარღვევები იყო, უკვე მართლაც სასაცილოა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არჩევნების დღეს, ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, მხოლოდ 7 საჩივარი იყო დაწერილი, ხოლო, არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ 2000-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა, რეალური ფაქტებით და მტკიცებულებებით ვერ გაამყარეს.

ნიკოლეიშილი გამოეხმაურა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასაც 12 უბნის ბათილობაზე და აღნიშნული, არა თავად მოსამართლის, არამედ მისი ოპოზიციონერი აქტივისტი ცოლის გადაწყვეტილებად შეაფასა.

“ის, რომ გაკოტრებული ოპოზიცია, თავის ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორით ცდილობს რამენაირად ისეთი სურათის წარმოჩენას თითქოს არჩევნების დროს მართლაც სერიოზული დარღვევები იყო, უკვე მართლაც სასაცილოა. დავიწყოთ იმით, რომ ფარულობის დარღვევაზე მსჯელობისას უბრალოდ შევადაროთ როგორი ფარულობაა, მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, გამოიყენება გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ბულგარეთშიც გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში აქაც არ თავსდება, ჩანს ამომრჩევლის არჩევანი. ლიეტუვაშიც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, კონვერტში არ თავსდება და ჩაგდების მომენტში მშვენივრად ჩანს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება. მოლდოვაში, რომლის შედეგები არჩევნების მეორე დღეს საუკეთესოდ აღიარეს ჩვენმა „დაუძინებელმა უცხოელმა მეგობრებმა,“ ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში, ამომრჩევლის გამოხატული შემოხაზული ნომერი საკმაოდ კარგად ჩანს. არ დაგვავიწყდეს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლი ქვეყნებში არჩევნები ჩვენგან განსხვავებით ელექტრონულად არ ტარდება! ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ, არჩევნების დღეს მხოლოდ 7 საჩივარი დაიწერა, თუმცა არჩევნებიდან მე-5 დღეს თითქოს გამოიღვიძესო თუ თავში ხელი წამოკრესო და სასწრაფოდ, 2000-ზე მეტი საჩივარი დაიწერა, რეალური ფაქტები და მტკიცებულებები არ გააჩნიათ, თუმცა დეზინფორმაცია ფარულობის დარღვევის შესახებ ასევე აქტიურად შუქდება ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მიერაც. და ერთი განმარტებაც თეთრიწყაროს სასამართლოს მიკერძოებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად არა მოსამართლის, არამედ, მისი მეუღლის, ოპოზიციის აქტიური რადიკალის ელზა გურგენიძის გადაწყვეტილებაა, გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და სიმართლეც გაირკვევა.” – წერს ნიკოლეიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა