GD Banner
პოლიტიკა

ნიკა მელია – თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას

იქნება ქუჩაში წვიმა, თოვლი თუ ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე. მიზანი იქნება  მიღწეული ყოველდღიური მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით. თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისი ვეღარ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.

„ბუნებრივია, თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატი ოლიგარქის პირობებში, რომელმაც მოჰპარა ევროპული და ეროვნული მომავალი. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით. მოვა ის დღე და ისე დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო თბილისის ყველა წამყვან მოედანზე და ჩიხში დავდგებით, რომ არა მარტო სიმართლით და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ივანიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,055 ნახვა