GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ შედგა ისტორიული შეკრება ოპოზიციისა „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც ხელი მოაწერეს პირობას, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა. ახლა ეს, როგორც ფარსად ისე მეორდება

ზუსტად 4 წლის წინ შედგა ისტორიული შეკრება ოპოზიციისა „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა. ახლა ეს უკვე, როგორც ფარსად ისე მეორდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილმა დეზინფორმაციებს უპასუხა.

„კვლავ მიწევს თქვენს წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი ენჯეო და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება როგორც ტრაგედია და შემდეგ როგორც ფარსი. ტრაგედიად ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია განმეორდა ზუსტად 4 წლის წინ და სხვათა შორის გუშინ იყო 3 ნოემბერი. 4 წლის წინ 2020 წლის 3 ნოემბერს შედგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა „მთავარია არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა პარლამენტში. ახალ ეს უკვე, როგორც ფარსად ისე მეორდება, იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, მაგრამ ამ ფარსს უკვე ყველა კარგად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც. ახლა, ვნახოთ მესამე სერია ჩვენი მხილებისა. სამ საკითხს შევეხები – ხმის მიცემის ფარულობაზე, რომელზეც ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა ენჯეომ, ამომრჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები.

პირველი, რაც შეეხება დეზინფორმაციას ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ, რომ ამ მეთოდით – ელექტრონული მთვლელების მეთოდით, 6 არჩევნები ჩატარდა აქამდე, 2021 წლიდან მოყოლებული, არც ერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, ბიულეტენებთან ე.წ მელანთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ 5 დღის თავზე, ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს მოიფიქრეს ეს როგორც საბაბი და ამით ამტკიცებენ, რომ ფარულობა არის დარღვეული.

ახლა ვნახოთ რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. პირველი- პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებს 2020 წლის, გაცნობებთ, რომ პოლონეთში გამოიყენება (ელექტრონული არ არის და ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა) გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. იცით თქვენ, რომ ჩვენთან როდესაც არის ბიულეტენების ყუთში მოთავსება, კონვერტში თავსდება იმ შემთხვევაშიც, ელექტრონული თავსდება შესაბამისი, იმასაც კონვერტი ჰქვია, ანუ საქაღალდეს ტიპის კონვერტი. პოლონეთში ხედავთ, რომ არ არის კონვერტში, მათ შორის რომ დახედავთ, ნახავთ რომ ჩანს კიდევაც ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, რა უნდა თქვას საიას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?!

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები- 2024 წლის, აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება, როგორც ხედავთ ჩანს ნომრები პარტიის და არჩევანი ამომრჩევლის. ანუ რას ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მისი დამფინანსებელი ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?!
სულ ახლა ხანს ორი კვირის წინ, იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ადრე გამჭვირვალე ჰქონდათ. ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება და ხედავთ ჩაგდების დროს თუ ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს.

გუშინ იცით, რომ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც აქაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია და ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში და ქალბატონი სანდუ, რომელიც არჩეული იქნა პრეზიდენტად, ყუთთან რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ის არის მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ რას ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?! ამას უპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოლდოველ ხალხს?

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი ენჯეოს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ეჭიდებიან ხავსს. ოღონდ ხავსს, რომელიც უკვე დიდი ხანია დანახული აქვს ქართველ ხალხს. ეს არის პრობლემა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და მოქმედებს უცხოური დაფინანსებით, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა, იყვნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩევლებს წაართვან არჩევნები. იმიტომ, რომ ეს არის სინამდვილეში რასაც ემსახურება ეს ბოდვა, რომელსაც ჩვენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან“ ვისმენთ და მე ეს არაერთხელ ვთქვი, ეს უკვე აღარ არის პრობლემა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ეს არის პრობლემა იმ დონორების, რომლებიც ამ თაღლითურ დასკვნების შესაძლებლობას აძლევენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციულად ცდილობენ წაართვან არჩევანი ქართველ ხალხს. ამიტომ დონორების პასუხისმგებლობა არის და ვეღარ გაექცევიან ამჯერად ა პასუხისმგებლობას და მინდა, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი ფულით ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრა.

შემდეგი დეზინფორმაცია ამომრჩევლის მობილიზაციასთან დაკავშირებით – გაიარეს რა ეს თემები და ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, ბოლოს ვერც თენგომ რომ ახსნა და ვერც ტოპ ტვინებმა, ბოლოს „ტვ პირველის“ იმედად დარჩა ბატონი ხაზარაძე და დანარჩენი ოპოზიცია და აღმოაჩინეს, რომ თურმე პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან არიან კავშირზე, საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან, ამობილიზებენ საკუთარ ამომრჩეველს.

მათ შორის, ამან უკვე მიიღო ფაშისტური ხასიათი სოციალურ ქსელში. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რითაც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის ავრცელებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამომრჩეველთან დაკავშირებაზე, ავრცელებს ამ სიებს, ამ ადამიანების სახელებს და გვარებს. ერთ-ერთი სიაში მას წაშლილი აქვს პირადი ნომრები, ეტყობა ვერ ხვდება, რომ სახელი და გვარიც პირადი ინფორმაციაა. ავრცელებს ამ ინფორმაციას, თან იმ კონტექსტში, რომ პირდაპირ მონიშნული ჰყავს ისინი, როგორც სამიზნე ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმისა. აქაც ვიტყვი, რომ ყოფილი სახალხო დამცველი დღეს იცით, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ის ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და რა თქმა უნდა, ასეთი ფაშისტური კამპანიები, როდესაც შესაძლებელი ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით, ეს არის ევროკავშირის პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი დამფინანსებელი ამ ორგანიზაციის არის „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. შეგახსენებთ, ეს ის ფონდია, რომელიც ფარულად ხარჯავს ფულს საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ აქტივობებში და პოლიტიკურ პარტიებში. ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში, რომ ხედავთ ყოფილი სახალხო დამცველი, არ ვიცი რანაირად იყო ამდენი ხანი ეს ადამიანი სახალხო დამცველი, როცა ვერ ხვდება, რომ ამხელა დარღვევას ჩადის, როდესაც ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებს, თან იმ კონტექსტში, რომ ასე ვთქვათ ის მტრად ყავს მონიშნული, შესაბამისი კლავიატურის ვერბალური ლომებისთვის და ზოგიერთი ფიზიკური მოძალადისთვის, ამ ადამიანების წინააღმდეგ.

ახლა რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ ამ დღეებში, მათ შორის, ამ ცნობილი სიუჟეტით, რომელსაც მთელი ოპოზიცია ასე სიხარულით შეხვდა, ვინაიდან თენგოს და გრიგოლის შემდეგ, ტოპ ტვინების შემდეგ, იმედი გადაწურული ჰქონდათ და ჩამოეკიდნენ ამ სიუჟეტს. და რა აღმოაჩინეს, თურმე, ჰოი საოცრებავ, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი და საარჩევნოდ უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს იმას, რომ იცოდე და იცნობდე შენს ამომრჩეველს და მეორე, უზრუნველყო, რომ შენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ეს არათუ საქართველოში, ყველა პარტია აკეთებს ამას, ვისაც ამისი რესურსი აქვს და თავი პარტიად მიაჩნია. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამაზე ტრენინგებსაც კი ატარებდა IRI თუ NDI.

წარმოგიდგენთ ახლა სახელმძღვანელოებს. პირველი ეს გახლავთ NDI-ს სახელმძღვანელო საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ნახავთ თქვენ 350 გვერდიანი სახელმძღვანელო არის, ძალიან დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შეადგინო სიები, ამომრჩევლის ბაზები, როგორ უნდა დაყო ისინი შენს მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, გადაუწყვეტლებად, როგორ უნდა გქონდეთ მათთან კავშირი და კომუნიკაცია და მათ შორის, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო. ამ სახელმძღვანელოში საუბარია, რომ ამომრჩევლის სიყვარული საკმარისი არ არის, თუ მათ მხოლოდ სახლიდან უყვარხარ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი შედეგი გაქვთ კვლევებში, თუკი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე. ასევე, ამბობდა, რომ გადაამოწმეთ მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, რომ მივიდნენ ხმის მისაცემად თუკი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. პირდაპირ აღწერილი არის პროცესი მთლიანად, დეტალურად და ამაზე ვსაუბრობთ, ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, ყველა პარტიას ამ ქვეყანაში ამგვარი ტრენინგები, სემინარებში მიუღიათ მონაწილეობა, სადაც ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა შედგეს ბაზები, რა ინფორმაცია უნდა იყოს მასში, უფრო მეტი ინფორმაცია არის რეკომენდებული, ვიდრე ამ გავრცელებულ სიებში არის და შემდეგ როგორ უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება რომ მივიდნენ არჩევნებზე, და როგორ გადამოწმდეს არჩევნების დღეს იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ასევე, გახლავთ IRI-ს სახელმძღვანელო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით და აქაც ნახავთ ასეთ ციტატებს, რომ- „გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს. თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს თუკი არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე“. მეორე, შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა, სახელი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. მთელი სიაა ჩამოთვლილი, რა უნდა იყოს ამ ბაზაში. მესამე, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდით ყველა მხარდამჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მეოთხე არჩევნების დღეს მიაკითხეთ და დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე მათ შორის, ტრანსპორტირებით და ასე შემდეგ. აი ეს არის ის ფარსი, რასთანაც გვაქვს საქმე ოპოზიციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, როდესაც არ აქვთ არგუმენტი და ეძებენ საბაბებს იმისთვის, რომ მოარგონ საკუთარ წარმოდგენას სამყაროზე. მათი წარმოდგენა სამყაროზე, მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად ფსევდორელიგიურ მიმართულებად ჩამოყალიბდა ნაცობა, როგორც ასეთი და პარტიულ წევრობას თუ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა, ვინც ამ ფილოსოფიით მოქმედებს სინამდვილეში, ამ იდეოლოგიის, ნაცობის წარმომადგენელი არის, ფსევდორელიგიის, რომელსაც ახლა ჩამოაყალიბეს, რომ შეუძლებელია მათ სამყაროში, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნებოდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე და ახლა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე არიან, როდესაც ნამდვილ რეალობას შეეჯახნენ. ასე რომ, ესეც სრული სიყალბე, დეზინფორმაცია, თითქოს ამომრჩევლების და მხარდამჭერების სიების შედგენა, ორგანიზება, მათთან კავშირი იყოს რაღაც საკითხი, რომელიც ერთი ქართული პრაქტიკა არ იცნობს, ყველა არჩევნებზე, ყველა პარტია, ვისაც ამის რესურსი აქვს და გარკვეულწილად, მეტ-ნაკლებად დიდი პარტია, ყველა პარტია ასე მუშაობს, ეს არის პარტიული მუშაობის მთავარი პრინციპი და უცხოური პრაქტიკა ზუსტად ამაზე მეტყველებს და წარმოგიდგინეთ მათ შორის საერთაშორისო გაიდლაინები და სახელმძღვანელოები.

მესამე, დეზინფორმაცია მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აქაც ჩვენ ვნახეთ მათ შორის, ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ჩართული არის, ენჯეოებიც ჩართული არიან და ოპოზიცია არის ჩართული, როდესაც გამოარჩევენ გარკვეულ ოლქებს და რეგიონებს ჩვენ ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებით კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონტექსტში წარმოადგენენ მაღალ მხარდაჭერას, თითქოს ხდება ადამიანებით მანიპულირება. ეს არის ჩვეულებრივი ქსენოფობიური კამპანია, რომელიც ასევე, კიდევ ერთხელ, წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე და ჩავხედოთ ახლა რა არის რეალობა. თქვენ იცით, რომ ამ არჩევნებზე აღარ იყო მაჟორიტარული სისტემა, თუმცა, შემოღებული იქნება ე.წ. დელეგატის ინსტიტუტი. ყველა პარტიას შეეძლო საკუთარ საარჩევნო სიაში კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნებინა ამათუიმ ოლქზე და ეთქვა, რომ აი ეს ადამიანი იქნება თქვენი ოლქის წარმომადგენელი შემდეგ პარლამენტში.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოლქში, ოცდაათივე ოლქში დააყენა დელეგატები და გვყავდა ყველა დელეგატი, მათ შორის, უმეტესობა არის მოქმედი მაჟორიტარი, რომელსაც ისედაც კავშირი აქვს რეგიონთან და ყველა დელეგატი იყო რეგიონის წარმომადგენელი, რეგიონთან კავშირის მქონე ადამიანი, რომელსაც რეგიონის მოსახლეობა ჩათვლიდა საკუთარ ხმად და წარმომადგენლად პარლამენტში. კიდევ ერთხელ, ყველა ოლქში გვყავდა ჩვენ დელეგატები.

მეორე – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კარდაკარი, როდესაც ყველა ოჯახში, დელეგატებთან ან ჩვენი შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ოჯახში მივედით. მათ შორის, კარდაკარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ზუსტადაც რომ ამომრჩევლების აღრიცხვაა, ნახვა, ვინ არის ჩვენი ამომრჩეველი, ვინ შეიძლება დავარწმუნოთ, რომ იყოს ჩვენი ამომრჩეველი და ა.შ. კარდაკარის მიზანი, ასევე არის ჩვენი საინფორმაციო ბროშურების დარიგება და ამაზე ცალკე კარდაკარი გვქონდა, როდესაც ერთი მხრივ, მიღწევებთან დაკავშირებით ბროშურები დავარიგეთ და მეორე – სარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით და რეგიონული ღონისძიებები: იცით, რომ ყველა რეგიონში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, სადაც ყველა ვიყავით წარმოდგენილი და მათ შორის, კიდევ ცალკე, ჩვენ, პირადად მეც, რეგიონში დავდიოდით და გვქონდა შეხვედრები. საერთო ჯამში, დელეგატებს თუ შევხედავთ, აღრიცხული აქტივობები არის შემდეგი: 5048 შეხვედრა ჩაატარეს მხოლოდ დელეგატებმა, ეს არის აღრიცხული შეხვედრები, რომელიც 50 დღეში, 30-მა დელეგატმა ჩაატარა, რაც დღეში საშუალოდ გამოდის 100 შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით და თითო დელეგატმა, საარჩევნო კამპანიის, ამ 50 დღის განმავლობაში, 170 შეხვედრა ჩაატარა.

ვიყავით ყველა სოფელში, ვიყავით ყველა უბანში, მივედით თითქმის ყველა ოჯახში, იმისთვის რომ გვესაუბრა მათთან, აგვეხსნა, თუ რა არის ჩვენი საარჩევნო პლატფორმა, დაგვერწმუნებინა, რომ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“. რას აკეთებდა ამ დროს ოპოზიცია? – მათ, არავის, არც ერთ პარტიას, არც ერთი დელეგატი არ ჰყავდა დასახელებული. ნული. საერთოდ არ ჰყავდათ, არ უთხრეს ხალხს, რომ იცით რა, თქვენი წარმომადგენელი ეს ადამიანი იქნება პარლამენტში. მათ არ ჰყავდათ გამსვლელ სიებში რეგიონიდან კანდიდატები, რომელიც რეგიონის სახე იქნებოდა, სადაც იმერლები, კახელები, აჭარლები, ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ჩემი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გასვლით სიებში, საერთოდ არ ჰყავდათ, ერთ პარტიას ჰყავდა მხოლოდ და ისიც იმ რეგიონის წარმომადგენელი არ არის, სადაც გარკვეული ეთნოჯგუფები კომპაქტურად არიან დასახლებული. საერთოდ არ ჩაუტარებიათ რეგიონში კამპანია. თქვენ ნახავდით, რომ იყო რამდენიმე ჩასვლა კამერების თანდასწრებით. რეგიონში, სხვათა შორის, არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისს მიღმა რეგიონს, თბილისსაც ვგულისხმობ. თბილისის ოლქებში მათ შეხვედრები არ ჰქონიათ, ჰკითხეთ, თქვენც გაიკითხეთ და ჰკითხეთ, თბილისში თუ მის გარეთ, თუ ხედავდნენ ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც სოფელ-სოფელ, უბან-უბან დადიოდნენ და ხვდებოდნენ ადამიანებს. ფაქტობრივად არ ჰქონდათ კამპანია რეგიონში და ძირითადად, მათი კამპანია იყო ტელევიზია და უცხოელების მხარდაჭერა, მეტი არაფერი. ნული დელეგატი საქართველოს სხვადასხვა ოლქიდან, ამასობაში ჰქონდათ ვიზიტები აშშ-ში, ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, იტალიაში – ეს საარჩევნო კამპანიის დროს, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყვნენ და ადამიანებთან ესაუბრათ, დადიოდნენ და უცხოელებს ელაპარაკებოდნენ. ამან თავისი შედეგი გამოიღო, ხედავთ, რომ მათი ამომრჩევლები უფრო უცხოელები არიან, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ვხედავთ, გარედან როგორი მხარდაჭერა აქვთ. თუმცა, რა მოლოდინი ჰქონდათ, როდესაც რეგიონებში, მათ შორის, თუ შევხედავთ სად არის მაღალი მხარდაჭერა, 10 ოლქი რომ ავიღოთ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერით და აქაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აქვს გამართული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს და ზოგიერთ ენჯეოს, თუკი შევხედავთ 10 ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მქონე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, თქვენ ნახავთ, რომ ეს შერეული ოლქები არის, აქ არ არის ოლქები, სადაც მხოლოდ შეიძლება ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული ოლქები იყოს – ნინოწმინდა, ახალქალაქი, საჩხერე, ბოლნისი, მარნეული, ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი, მესტია, წალკა. რომ შევხედოთ, როგორი იყო მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ: 64 მუნიციპალიტეტიდან და თბილისს თუ ერთ მუნიციპალიტეტად ავიღებთ, 60-ში, ანუ 94%-ში „ქართულმა ოცნებამ“ 50% -ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, აქედან 30-ში მიიღო 60-დან 70-მდე პროცენტის მხარდაჭერა და ეს აჩვენებს საერთო ჯამში, როგორ იყო გადანაწილებული. ამ ქსენოფობიურ კამპანიებს, რომელსაც მათ შორის მედია და ენჯეოებიც აწარმოებენ, როდესაც საუბარი აქვთ ნინოწმინდაზე და ახალქალაქზე, სადაც მათ არ ჰყავდათ არათუ დელეგატი დასახელებული, არათუ რეგიონის წარმომადგენელი დასახელებული, არამედ, ეთნიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდათ სიებში. თქვენ იცით, რომ ჩვენი მოქმედი მაჟორიტარი ამ ოლქიდან, ნინოწმინდა-ახალქალაქიდან არის სამველ მანუკიანი, რომელიც წლებია, ამ რეგიონს წარმოადგენს, რომელიც ახლაც, როგორც უკვე დელეგატი, აქტიურად იყო ჩართული, მიდიოდა ყოველ ოჯახში, ყოველ უბანში, ყველას ესაუბრებოდა და რა გგონიათ, რატომ უნდა მიეცათ ამ ოლქის წარმომადგენლებს გვარამიასთვის, ან ხაზარაძისთვის ხმა? ჰგონიათ რომ ტელევიზორში დაინახავენ და ტელევიზორის ხათრით უნდა მიეცათ ხმა? იციან საერთოდ, რა არის ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ამ პარტიებმა? ასე რომ, საერთო ჯამში, აქაც ზუსტად ეს ახსნა აქვს. საერთოდ არ უმუშავიათ მოსახლეობასთან, საერთოდ არ მისულან არავისთან. ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ მთელ საქართველოს, მათ შორის, ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებს, საერთოდ, წარმომადგენელი სიაშიც კი არ ჰყავდათ, რომ მათი ხმა ყოფილიყო და ვიღაცას აღექვა, როგორც საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და შემდეგ უკვირთ, რატომ არ აქვს მაღალი მხარდაჭერა ამა თუ იმ პირს. საჩხერის მაღალი მხარდაჭერა ტრადიციულია და მნიშვნელოვანი არის. ბოლნისს რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენი დელეგატი ამ შემთხვევაში იყო ბოლნისის მერი, რომელიც წლებია არის ბოლნისის მერი და ბოლნისის განვითარებას თუ შეხედავთ მიხვდებით კიდევაც რატომ აქვს ასეთი მაღალი მხარდაჭერა მისი კანდიდატურის წყალობით „ქართულ ოცნებას“. მარნეულში ჩვენი დელეგატი იყო ზაურ დარგალი, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი არის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული პატივისცემა აქვს რეგიონში. ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით არის სინამდვილეში ძალიან მარტივი გასაგები რატომ დამარცხდა კატასტროფულად ოპოზიცია მთლიანად საქართველოში, რატომ დამარცხდა კატასტროფულად იმ რეგიონებში, რომლებმაც ვერც კი აღიქვეს, რომ მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყვნენ ისინი პარლამენტში და აქ, პარკეტზე დაზრდილებმა ჩათვალეს, რომ უნდა ყოფილიყვნენ რეგიონების წარმომადგენლები ალბათ, და მათ შორის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ რეგიონებზე, რომელზეც ისინი ამ ქსენოფობიურ კამპანიას ავრცელებენ ამ რეგიონებში ყველაზე დაბალი იყო სინამდვილეში აქტივობა და მათ შორის, უფრო დაბალი ვიდრე ეს იყო 2020 წელს. ამიტომ ეს საკითხები კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ, რაც არის დღევანდელი დეზინფორმაციის მთავარი საკითხი.
ხმის მიცემის ფარულობა, აბსოლუტური ტყუილი და თუკი ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაშიც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა გაუქმდეს ლიეტუვაში ორი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ბულგარეთის და ეს ოთხი მაგალითი, თორემ სხვა მილიონ მაგალითს მოგიყვანთ და დააკვირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის და იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას.

მეორე, ამომრჩეველთა მობილიზება-ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაიმე არათუ დარღვევა, არამედ რაიმე ისეთი რამ, რაც არ არის საერთაშორისო სტანდარტი პარტიის მუშაობისა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ხომ ხედავთ, ხუთი წუთი დასჭირდა და ორი სახელმძღვანელოს ამონარიდის ჩვენება იმისთვის, რომ ეს დიდი ფარსი გვემხილებინა და მათ შორის ის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სოც. ქსელში ახლა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწარმოებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. და მაღალი მხარდაჭერის მიზეზები- ჩახედონ. სინამდვილეში ის კომპლექსური სქემა, რაზეც ისინი საუბრობდნენ არის ძალიან მარტივი. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი მხარს არ დაგიჭერს, თუ ხალხთან არ მიხვალ, რა თქმა უნდა, შენ იქ არ გექნება არანაირი შანსი, რომ გქონდეს კარგი შედეგები და მეორე, ამ არჩევნებზე, ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით, ოპოზიციაში, ამ არჩევნებში ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა