GD Banner
პოლიტიკა

ილონ მასკი: განსაცვიფრებელია რომ აშშ-ის გარკვეულ შტატებში ხმის მისაცემად არ გჭირდებათ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელების” კანდიდატ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, სხვადასხვა შტატში, პიროვნების საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე ხმის მიცემას განსაცვიფრებელს უწოდებს.

როგორც მასკი აღნიშნავს, კონკრეტულ შტატებში, ამომრჩეველს არათუ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ ხმა მისცეს.

“ყველაზე განსაცვიფრებელი ის არის, რომ ნაცრისფერ შტატებში არსად ხმის მისაცემად არ გჭირდებათ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი!” – წერს ილონ მასკი X-ზე და აზიარებს რუკას, რომელზეც პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის უფლების მქონე შტატები ნაცრისფრად არის მონიშნული.

ballotpedia.org -ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის 16 შტატში ამომრჩეველს შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე მიიღოს. ამავე გვერდზე მოცემულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, გარკვეულ შტატებში, მაგალითად, კალიფორნიაში, ილინოისში, ნიუ-მექსიკოში და ა.შ. პირადობის მოწმობა მოსთხოვონ პირს, რომელიც პირველად აძლევს ხმას და რეგისტრაციისას არ მიუთითებია თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა