პოლიტიკა

შვეიცარული გამოცემა „DIE WELRWOCHE“: საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს

შვეიცარული გამოცემა „DIE WELRWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა.

„საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტიგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან წითელი ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი.არსებობს სხვაობა სწავლებასა და ჭკუის სწავლებას შორის, საქართველოს უნდა რომ ისწავლოს, თუმცა მას არ დაუმსახურებია, რომ როგორც ცუდი მოსწრების მოსწავლეს ისე მოექცნენ. მთელი თაობა საქართველოში განიხილავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს როგორც მეორე ენას და არა რუსულს. ისინი განსვავებულად ცხოვრობენ, იმაზე განსხვავებულად ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით, რომლებიც ჯინსებს მხოლოდ ოცნებებში ვხედავდით. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვერც ერთი პრორუსული პარტია საქართველოში არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მუდმივი გაფრთხილებები და დასჯები ფრუსტრაციას იწვევს, რაც რუსეთს გაახარებს.“,- ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.

„თბილისში მზიანი ამინდია, დღის განმავლობაში ტემპერატურა 15 გრადუსამდე იწევს. თუმცა მოდუნება შეუძლებელია, ისევ რევოლუციის მოლოდინი, ისევ უნდობლობა, ისევ პოლარიზაცია. მე ვხედავ დაძაბულ სახეებს, მე მესმის მძიმე საუბრები. თუმცა ერთი ვიცი, ამ ქვეყანას შეუძლია კარგად ცხოვრება და უნდა იცხოვროს კიდეც. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კავკასიის შვეიცარია გავხდეთ, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა ჩვენ შვეიცარია ისევ არ ვართ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ უბედურ უკრაინად არ ვიქცეთ, რომელიც დღეს სისხლში ცურავს. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ადვილია რომ გადაკვეთო, თუმცა რომლიდანაც უკან დაბრუნება ძნელია. მე აღარ მინდა სიმბარათების ჩემი ტელეფონიდან ამოღება, აღარ მინდა შიში მქონდეს ჩემი სტატიის ნამდვილი სახელი და გვარით გამოქვეყნების.“,- ვკითხულობთ სტატიაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,270 ნახვა