GD Banner
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ეს, 32 წლის სპორტსმენისთვის სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველი მოგებული ტურნირია. 

ტურნირის საპრიზო ფონდი 133 250 დოლარს შეადგენს. 

ამ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ლაივ რეიტინგში 254-ე პოზიციაზეა, თუმცა სეულის ჩელენჯერის მოგების შედეგად, საუკეთესო ორასეულს მიუახლოვდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,721 ნახვა