GD Banner
Uncategorized

დიმიტრი ხუნდაძე: სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა

სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ოპოზიცია ცდილობს, რომ არჩევნები გამოაცხადოს გაყალბებულად და რომ ამისთვის მათ აქვთ საბაბი, მაგრამ რეალურად არგუმენტები არ წარმოუდგენიათ არცერთი. რაღაც სამარცხვინო არგუმენტები იყო, რომ ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, ვიღაცას გაუღიმა, ვიღაცას ბეჭედი ეკეთა და ა.შ. ეს არასერიოზულია. სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხმები დაიკარგა, მაგრამ ეს შედეგს ნეგატიურად ვერ ცვლის“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა