GD Banner
Uncategorized

სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, მომხდარის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს საბოლოო რიცხვია – 14 ადამიანი დაიღუპა. მათგან მხოლოდ ხუთის ამოცნობა ვერ შევძელით“, – განაცხადა ვოჩიჩმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.

მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

დაღუპულებს შორისაა 7 წლის გოგონა. სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ქალი ნანგრევებიდან მაშველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ცოცხლად ამოიყვანეს.

ბეტონის ღია გადახურვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყნიდან 80 მაშველია ჩართული, ისინი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ.

შენობა 2021 წელს გარემონტდა, წელს ის ხელახლა შეაკეთეს და ოფიციალურად 5 ივლისს გაიხსნა. თუმცა, ბეტონის გადახურვა ვაგზალთან ერთად არ იყო რეკონსტრუირებული, ის 1964 წელს აშენდა.

პრეზიდენტის განცხადებით, პარასკევი დღე სერბეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე იყო.

„ეს დიდი, საშინელი ტრაგედიაა ნოვი-სადისა და მთელი სერბეთისთვის”, – აღნიშნა მან და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მთავრობამ 2 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,055 ნახვა