GD Banner
უცხოური მედია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე

JPG edited with https://ezgif.com/resize

ჟურნალ Foreign Affaris-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე.

„ვერცერთი შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის შეტევას. მთავარია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და ფოკუსირება იმაზე, თუ რა მუშაობს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ უკრაინის გამარჯვებას ემხრობა და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და „ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს, პუტინის აგრესიას დავუპირისპირდეთ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა