„ლელოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ პროტესტი ქუჩებსა და პარკებში დააანონსა და პირველი შეკრებაც მზიურის პარკში ჩანიშნა. სოციალურ ქსელებიდან და ოპოზიციური მედიიდან იგი ხალხს მისვლისკენ მოუწოდებდა. შეხვედრაზე ხალხის სიმცირე იყო. თავად ცუცქირიძე, კი საკუთარ დაანონსებულ შეკრებაზე დაგვიანებით და მხოლოდ 10 წუთით მივიდა. გეგმის შესახებ კითხვას კი ცუცქირიძე არ პასუხობს.
„ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა იმისათვის, რომ არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ოპოზიციამ, არ იყოს მითვისებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
Facebook Comments Box