GD Banner
Uncategorized

გიორგი ვოლსკი: განცხადებას აკეთებენ იმისთვის, რათა გააბრაზონ მოსახლეობა. არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი

არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო სტრუქტურებთან არ მიდიან, რადგან არჩევნების გაყალბების შესახებ ფაქტებს არ ფლობენ.

„განცხადებას აკეთებენ იმისთვის, რათა გააბრაზონ, როგორც თავად ამბობენ, მოსახლეობა, გააბრაზონ ახალგაზრდები, მაგრამ რეალურად ამასთან დაკავშირებით, ხელთ არაფერი აქვთ. რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ ხელთ რაიმე ექნებოდათ და თუ არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,699 ნახვა