GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა 40%-მდე აქვს ოკუპირებული ნაცაგენტურას – ორივე ოკუპაციაა, ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების

რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი, როგორიც ნაცაგენტურაშია, მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა „რუსულის“ ხსენებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული 40%-მდე ნაცაგენტურას – ორივე ოკუპაციაა, ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების.

„ამას რომ გაჯერებენ, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო. თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა 40%-მდე აქვს ოკუპირებული ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ნაცაგენტურას. ორივე ოკუპანტია – რუსეთი ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს ოკუპაციის სახით საქართველოში განსაკუთრებით მათ შორის და უკრაინაში და ა.შ., ასევე ბინძრად თამაშობს ის ხალხი, ის ადამიანები ბინძურად თამაშობენ ადამიანების გონებაზე და ინფორმაციაზე, სიმართლეზე და ობიექტურობაზე, რომლებსაც ასევე 30-40%-მდე აქვთ ოკუპირებული საღი აზრის ამ ქვეყანაში. ორივე საშინელებაა, ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეორე მხრივ, ფიზიკური ზეწოლა ოკუპაციის სახით. ორივე ოკუპაციაა, ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,898,271 ნახვა