GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი, როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. ამ ფაქტებს დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას

დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს – „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს 81 დადასტურებული ფაქტი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს. მისი თქმით, პროკურატურას მტკიცებულებებს დღესვე წარუდგენენ.

„მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები. გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი ამოვარდება. გუშინწინ მე თქვენ შეგპირდით, ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რომ ამ ქვეყანაში, ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულების ჩადენა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,063 ნახვა