GD Banner
პოლიტიკა

ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ვენის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას“, არამედ „ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის“.

„საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და, ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი აზრით, ევროკავშირისა და ევროპული კულტურისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს „მასშტაბური არალეგალური მიგრაცია“.

„კანონის უზენაესობის ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის უფლებების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, – წერია დეკლარაციაში.

ვენის დეკლარაცია ასევე ადასტურებს, რომ არ არსებობს სხვა სქესი, გარდა მამაკაცისა და ქალისა.

ამასთან, დოკუმენტი მსოფლიოში მიმდინარე ომების შეწყვეტის მოწოდებასაც გასცემს.

„დეკლარაციის ხელმომწერები აქტიურად უჭერენ მხარს მსოფლიოში მიმდინარე ომების რაც შეიძლება მალე დასრულებას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გზით. მოუწოდებენ ევროპას, უზრუნველყოს სივრცე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და ამით დაუბრუნდეს თავდაპირველ იდეას, რომელიც ევროკავშირს სამშვიდობო პროექტად განიხილავდა“,- აღნიშნულია ვენის დეკლარაციაში

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა