GD Banner
უცხოური მედია

არესტოვიჩი – ჩვენ იდიოტები ვართ, თავმოჭრილ ტარაკნებზე უარესები ვართ! რაც უკრაინაში ხდება, აჭარბებს წარმოსახვის საზღვრებს. ეს იდიოტიზმზე უარესია! რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი მოქალაქეები ომში?!

ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღიურად უფრო მეტს ვკარგავთ, ჩვენი ფრონტი იშლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ნიკოლაი ფელდმანის იუთუბარხზე განაცხადა.

„ხარკოვში დაიწყო საუბარი, რომ მეთოდი, რომლითაც ჩვენ ხარკოვში მობილიზაციისთვის ხალხის გაწვევას ვახორციელებთ, არაფრით განსხვავდება ოკუპაციისგან. ხარკოვში ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. მათთან საუბრის დროს ამბობენ, რომ არაფრით განსხვავდება. რუსებმა განახორციელეს ოკუპაცია და ეძებდნენ სლავური ძმობის მოღალატეებს, მიჰყავდათ ისინი ფრონტზე. ისინი ამბობენ, რაშია განსხვავება და ეს არ ეხება მხოლოდ ხარკოვს. ყველაფერი ეს რისთვის? ჩვენ ვართ ავადმყოფი საზოგადოება, დეფოლტირებული სახელმწიფო. ჩვენი მთავარი დეფოლტი არ არის ეკონომიკური ხასიათის, არამართულობის. ჩვენ დაავადებული ვართ უმძიმესი სენით, რომელსაც ეწოდება არცოდნა პასუხის კითხვაზე: რატომ? არსებობს ოთხი უმთავრესი კითხვა, რომელზეც პასუხობს ადამიანი ან საზოგადოება. ვინ ვარ? სად ვარ? რა ურთიერთობებში ვარ? და რისთვის ეს ყველაფერი? რისთვის ყველაფერი ეს – არის მთავარი შეკითხვა. ადამიანი ან საზოგადოება, რომელიც ვერ პასუხობს შეკითხვას – რისთვის, სრულად დისკრედიტებული, დასნეულებულია და უფრო მარტივია, ესროლო მას, ვიდრე ხელახლა ააშენო. რისთვის ეს სისხლისღვრა, რისთვის მეცნიერებისა და ეკონომიკის განადგურება? რისთვის დაშლილი არმია? რისთვის სამომავლოდ ჩვენი კულტურის პერსპექტივასთან დაკავშირებით? ეს დაწერილია ყველა ამ სფეროს საფლავზე და ყოველ პერსონალურ საფლავზე.

ვიმეორებ, თუ ეს ყველაფერი გასაგები იყო წელიწად-ნახევრის, მაქსიმუმ, ერთი წლის წინ, რისთვის გავაკეთეთ ეს? რატომ გავაგრძელეთ ეს აურზაური, რომ პირობა ერთი წლის შემდეგ უფრო ცუდი იყოს? პუტინი ერთი წლის წინ გამოვიდა საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელშიც მაშინ იყო. არავითარი „ბრიქსის“ სამიტები არ გამართულა, არ ყოფილა იალტის დიდი სამიტები, ჯერ კიდევ დაუცველ პოზიციაში იყო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, უკრაინას შეეძლო „ვაჭრობა უფრო მომგებიანად, ვიდრე დღეს“.

„რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები ომში, დემოტივირებულები, ძალადობით მოცულები. რისთვის დავკარგეთ დაღუპული ბავშვები, გავუძელით ამ განადგურებულ ენერგეტიკას და დავუშვით პუტინის წამოდგომა, მაშინ როდესაც შეგვეძლო, გადაგვეწყვიტა ყველაფერი უფრო უკეთესად. ახლა რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უფრო ცუდ და დასუსტებულ მდგომარეობაში ვართ დიდი დანაკარგებით. რისთვის? ათეულობით ათასი ადამიანია დაღუპული. თითოეულ საფლავზე, შესაძლოა, ეწეროს: რისთვის? და ჩვენ, როგორც ერს, არ გვექნება საერთო პასუხი. ჩვენ იდიოტები ვართ. ჩვენ თავმოჭრილ ტარაკნებზე უარესები ვართ. ჩვენ იდიოტიზმის ფუნდამენტური ნაკრები ვართ. ფართო წარმოსახვა მაქვს, ვიცი ისტორია, მრავალი წელია, ვსწავლობ ფსიქოლოგიას, ვნახე ბევრი ადამიანი, თუმცა რაც უკრაინაში ხდება, აჭარბებს ჩემი წარმოსახვის საზღვრებს. ეს იდიოტიზმზე უარესია. არ ვიცი, რა სიტყვა უნდა გამოვიყენო იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როგორც ქვეყანა, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჩვენ, ყველა ერთად, როგორც საზოგადოება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,898,357 ნახვა