შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას რუსი პრანკერების აშშ-ის სენატორთან, ბენ კარდინთან საუბრის შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.
„ვიცი, რომ გავრცელდა პრანკერების ჩანაწერი. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ალბათ თავად განმარტავს [კარდინი] არის თუ არა სიმართლე ის, რაზეც იქ იყო საუბარი, მათ შორის, თუ არ ვცდები, საუბარი იყო საქართველოში მაიდანის მოწყობაზე. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა განმარტება სჭირდება. ფაქტია, რომ არავინ იცის, რამდენად მართალია ეს ჩანაწერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ბენ კარდინი პრანკერებთან საუბარში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს.
Facebook Comments Box