უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კოსტინი უკრაინის გენერალურ პროკურორად 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე ის ქვეყნის უმაღლესი რადის დეპუტატი იყო.
Facebook Comments Box