GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით “თავისუფალი და სამართლიანი” უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც ჰქონდა მას საუბარი და მიიღო მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით “თავისუფალი და სამართლიანი” უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს. სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს. ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას “თავისუფალ და სამართლიან” არჩევნებად არ შეუფასებია. ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,731 ნახვა