აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, სადაც პოლიცია ხმის მიცემის რიგს კეტავს ან შესასვლელ კარს ბლოკავს, რის გამოც, ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურაში ხელი ეშლებათ. როგორც ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი წერს, ვისაც სურდა სცოდნოდა, როგორ ტარდება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, ეს ვიდეო აღნიშნულის ილუსტრირებაა.
“თუ გინდოდათ გცოდნოდათ, როგორ გამოიყურება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, აი ესაა – პოლიციელები კეტავენ ხმის მიცემის ხაზებს, რადგან ძალიან ბევრი რესპუბლიკელი აძლევს ხმას. ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს არის პენსილვანია. ასე რომ, არ მისცეთ მათ საშუალება, შეგაჩეროთ ხმის მიცემისას.”- აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ ვიდეოში. “ახალი ვიდეო ბაქსის ოლქი, პენსილვანიიდან აჩვენებს, რომ პოლიციელი ბლოკავს კარს, როდესაც ამომრჩევლები ცდილობდნენ ხმის მიცემას საღამოს 4:38 საათზე” – წერს ჯეკ პოსო X-ზე.