ოპოზიციამ, რა თქმა უნდა უკვე დაიწყო ეუთო/ოდირის „გაშავების“ კამპანია, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ იყო კონკურენტული გარემო პირველ რიგში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„მათ ასევე ისაუბრებს იმაზე, რომ ცესკო მოწოდების სიმაღლეზე შეხვდა ამ არჩევნებს და ამ არჩევნებს თავი გაართვა. მათ ასევე ისაუბრეს იმ თავისუფალ გარემოზე, რომელიც იყო შექმნილი. მე არ ვიცი როგორ უნდა შეიყვანონ თავიანთი მომხრეები ისეთ შეცდომაში, რომ დააჯერონ „ქართული ოცნების“ მიერ 300 ათასი ხმის გაყალბება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
Facebook Comments Box