GD Banner
პოლიტიკა

„თბილისი პრაიდის“ დირექტორის ემოციური პოსტი – „შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია“

„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, ახლა თუ არ გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი. არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ – შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია.

თუ ესეც წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში, უკეთეს პირობებში, უფრო უზრუნველი, მაგრამ სამშობლოდაკარგული.

იმედი მაქვს, ბევრს გიხილავთ რუსთაველზე. არ ვიცი რა გველის, მაგრამ თქვენთან ერთად ვიდგები მხარდამხარ, როგორც და რამდენი ხანიც იქნება საჭირო“,-წერს თამარ ჯაყელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,288 ნახვა