GD Banner
პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი – ჩვენ ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია

ჩვენ ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აკვირდება იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება და შეუძლია თქვას, რომ „არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული“.

„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. არ მინდოდა საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა აღქმული ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ ჩამოვედით თბილისში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პოზიტიურია, თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენ ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობას პოზიტიური სახე აქვს, ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,154 ნახვა