GD Banner
Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ საკუთარი თავის და მხარდამჭერების გამხნევების მცდელობას ჰგავს

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნა რადიკალების მხრიდან საკუთარი თავის გამხნევებასა და მძიმე მარცხისგან გულის გადაყოლებას ჰგავს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები გარეთ დგანან და ითხოვენ იმ არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომლებიც ქართველი ხალხის ნების მიხედვით არის ჩატარებული. ყველამ ნახა, რომ 1 119 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამას აღიარებს, მათ შორის ეუთოს მისია. ეს უფრო ჰგავს საკუთარი თავის და მხარდამჭერების გამხნევების მცდელობას, რომ წაგებულ არჩევნებზე რაღაცნაირად გული გადააყოლონ. არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამხნევება და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანება“, – აცხადებს გორდულაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,776 ნახვა