ტიპიური “რუსული” დილა გაგვითენა “რუსულმა” ღმერთმა დღეს “რუსულ” სოფელ Дзегв-ში. “რუსულ” მონასტერში ტარდებოდა “რუსული” წირვა. “რუსმა” არქიმანდრიტმა Мшвидоба ковелта-ს და Тавни тквени Упалса моудрикенит-ს შემდეგ “რუსულად” გვაზიარა – მერე მივირთვით “რუსული” просфора-антидор-ი და ზომიერად ტკბილი запивочка.
“რუსულ булочная”-ში ვიყიდეთ ცხელი “რუსული შოთი”, Дзегви-ს “რუსულ” ბირჟაზე ჩავე-здраст-ეთ მეზობლებს ტიპიური “რუსული” სახეებით. გარეთ იდგა კლასიკური “болдинская осень”-ის შესაფერისი საშემოდგომო “რუსული” ამინდი. “რუსულ” არხ “надежда”-ზე გადიოდა “რუსული” საინფორმაციო გამოშვება, თუ როგორ ხვდება “რუსული ოცნება” – “რუს” ვიქტორ ორბანს.
“რუსულ” самогоно-სახდელში წავიღე виноградный жмых-ით გავსებული ოთხი კასრი “რუსული” чача-ს გამოსხდელად. “რუსული” დღე “რუსულ” სოფელში უახლოვდებოდა თავის ლამაზ “რუსულ” საღამოს. მრჩებოდა დედაქალაქში სამი “რუსი” შვილიშვილის დაბრუნება ჩემი დიდი “რუსული” ოჯახის თბილისის ფილიალში.
თბილისელ ნათესავებთან “რუსული” ჩაის მირთმევის შემდეგ, მთავარია უნდა მომესწრო სოფელში დაბრუნება გამოჩენილი “რუსი” ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას “რუსული” ნაპოლის შეხვედრამდე. იმედია, თამაშიდან “რუსულ” სიამოვნებას მივიღებ და ძილს დამიმშვენებენ ლამაზი “რუსული” სიზმრები, იმაზე – თუ როგორი მკვდარია პუწინი და როგორი ცოცხალი – ბაიდენი. Лепота!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ქართველიშვილი