GD Banner
პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი – ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ არ ყოფილა დემოკრატია, ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ჩვეულებრივი ამბავია

ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ არ ყოფილა დემოკრატია, ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ ვროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანის თქმით, საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა, გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში. არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავია. კამათი არსებობს მსგავსი სახით, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული. ლიბერალები თუ იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, კონსერვატორები თუ იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში.

უნგრეთში ჩატარდება არჩევნები თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, ასე იღებენ, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული, როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია. ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უკეთესი არჩევნების შემდეგაც ასე იყო ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგ და საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ამიტომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება და გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,727 ნახვა