GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა!

ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს, რატომღაც, ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომლითაც უწყება არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.

აბაშიძის განცხადებით, ცესკოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილია, სამართლებრივი რეაგირება ესაჭიროება, ვინაიდან სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმას.

“ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა! ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს რატომღაც ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე. უსაშველო სექტანტების ვაი-ვიში, რომ ე.წ. რეპრესია დაიწყო, ცესკო თითქოს კუთხეშია და ა.შ., ემსგავსება იმ შაპიტოს ჩამოხეულ კარავს, რომლის წარმოდგენები აღარავის აინტერესებს.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,730 ნახვა