GD Banner
პოლიტიკა

აშშ-ს ორ შტატში საარჩევნო ყუთები დაწვეს, განადგურებულია ათასობით ბიულეტენი

აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ინციდენტს, რომელიც უკავშირდება ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებში საარჩევნო ყუთების დაწვას. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის დანაყოფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, ქალაქ ვანკუვერში, ვაშინგტონის შტატში, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პარკინგზე განლაგებულ საარჩევნო ყუთებს  ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელიც ბოროტმოქმედებმა ყუთების შიგნით მიამაგრეს. მოგვიანებით, ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა, თუმცა დამწვარია ათასობით ბიულეტენი. 

ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო მდივანმა სტივ ჰობსმა  ინციდენტი დაგმო და განაცხადა, რომ მიუღებელია დაშინების ნებისმიერი აქტი, რომელიც თავისუფალი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ არის მიმართული. 

„გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვწუხვართ, რომ ბიულეტენები განადგურდა. დარწმუნებული ვართ, რომ გაკეთდება ყველაფერი, რათა იმ ამომრჩევლებმა, რომელთა ბიულეტენებიც დაიწვა, შეძლონ ხელმეორედ ხმის მიცემა“,-განაცხადა ჰობსმა.

ორეგონის შტატში, პორტლენდის პოლიციის ცნობით, ყუთი დაიწვა შიგ ჩაგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო. ჯერჯერობით, სამართალდამცველებისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი, თუმცა ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ წინასწარგანზრახული ქმედებები საარჩევნო პროცესებზე იმოქმედებს. 

ყუთებში, სადაც ამომრჩეველთა მიერ გაგზავნილი ბიულეტენები გროვდება, დამონტაჯებულია ცეცხლის ჩასაქრობი სისტემა, რომელიც ავტომატურად ირთვება და ამის წყალობით, ბიულეტენების მცირე ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,727 ნახვა