Uncategorized

სპილოების ზოოპარკის წინააღმდეგ- კოლორადოს უმაღლესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აქვთ თუ არა უფლება ცხოველებს სარჩელის შეტანის

აშშ-ში, კოლორადო სფრინგსის ზოოპარკის, Cheyenne Mountain-ის 5 სპილო შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ცხოველები გახდნენ, რომლებმაც მიიღეს უფლება სასამართლოში სარჩელის შეტანის. თუ სასამართლო მათ „პიროვნებებად“ მიიჩნევს, უფლებას მისცემს, მათი უფლებების დაცვის შესახებ განაცხადი გააკეთონ,- ამის შესახებ ABC News იუწყება.

ორგანიზაცია NonHuman Rights Project (NHRP), რომელიც მოსარჩელე მხარეა, ამტკიცებს, რომ ეს მაღალგანვითარებული ცხოველები იტანჯებიან შეზღუდულ სივრცეში, რაც მათში სტრესსა და ქცევით მოშლილობას იწვევს. NHRP-ს ადვოკატები ითხოვენ, რომ სპილოები გადაიყვანონ კალიფორნიაში, ან ტენესიში არსებულ სპეციალიზებულ ნაკრძალში, სადაც პირობები მიახლოებული იქნება მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან.

ზოოპარკის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცხოველების გადაყვანას. მათი არგუმენტი არის ის, რომ პირობების მკვეთრი ცვლილებები და ახალი გარემოცვა სპილოებს უფრო მეტ სტრესს მიაყენებს. მოსამართლეები, თავის მხრივ, ეჭვს გამოთქვამენ სპილოებისთვის იურიდიული უფლებების გაფართოებაზე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,337 ნახვა