გუშინ, „მთავარ არხზე“, ნიკა მელია ძალიან გახარებული ავრცელებდა სასულეებს. აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ცოდნა არ ჰყოფნის ამ ადამიანს, რომ ისაუბროს, თორემ, ისეთ ტყუილს რატომ იტყოდა, რომელიც 5 წამში შეგიძლია ადამიანმა ამხილო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.
მისი განმარტებით, მელია აღნიშნავდა, რომ გადასატანი ყუთებით მოხდა მანიპულაცია, თუმცა, ვერ ახსნა რაში მდგომარეობდა მანიპულაცია, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციის მომხრეები ასეთ მარტივ ტყუილებს ადვილად იჯერებენ.
პაპუაშვილის თქმით კი, სტატისტიკის თანახმად, გადასატანი ყუთებით ხმა 2021 წელს 74 ათასმა ადამიანმა მისცა, უფრო მეტმა, ვიდრე 2024 წელს.
“ის ამბობდა, რომ გადასატანი ყუთებით მოხდა მანიპულაცია, რომ საქართველოში 64 000 მოქალაქე როგორ შეიძლება ცუდად ყოფილიყოო და მიაწერეს საკუთარი ამომრჩევლებიო, რატომ უნდა მიაწერო, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია უბანზე მივიდეს და იქ მისცეს ხმა, მოკლედ, ნორმალურად ვერც ხსნიდა. და მათ შორის, წალენჯიხაში, 700 ადამიანი იყოო და წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი მიაწერეს ამ ყველაფერსო. ხომ მარტივი სტატისტიკაა, 2024 წელს, 64 000 მოქალაქე იყო ნამდვილად, ეს რიცხვი კი სწორად ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი ცოდნისთვის მას როგორც ჩანს არ ეყო სათანადო – არ ვიცი რა შეიძლება ჰქონოდა.
2021 წელს თუ შევხედავთ, იყო 74 000 ადამიანი უფრო მეტი და კიდევ უფრო მეტი იყო 2020 წელს გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული მოქალაქეები. ასეთი აბსურდია და მაინცდამაინც, თუ საქართველოს დიდ მასშტაბებს ვერ თვლის და ვერ სწვდება ბატონი მელიას კალკულატორი, წალენჯიხაზე რომ საუბრობდა, იმასთან დაკავშირებითაც გეტყვით, 696 იყო წელს რეგისტრირებული გადასატან ყუთზე, 2021-ში 778 – აი, საოცრება, უფრო მეტი ყოფილა ადგილობრივ არჩევნებზე და 682 ყოფილა 2020 წელს. ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ შემდეგ შიგნით თუ გარეთ ადამიანებს და მათი პოლიტიკური მომხრეები, შემდეგ ძალიან ადვილად იტაცებენ ასეთი სახის დეზინფორმაციებს.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.