პოლიტიკა

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა- ჩვენ არ გვინახავს მცირე დარღვევაც კი. მთელი პროცესი სამართლიანობის უმაღლესი დასავლური სტანდარტებით წარიმართა

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

“ჩვენ არ გვინახავს მცირე დარღვევაც კი. მთელი ეს პროცესი გამჭვირვალობის და სამართლიანობის უმაღლესი დასავლური სტანდარტებით წარიმართა

ეს იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ძალიან მოწესრიგებული, თავისუფალი და სამართლიანი. მსურს, მივულოცო ყველა პროფესიონალს, რომელთაც წარმატებით წარმართეს ეს არჩევნები. ქართველმა ხალხმა გამოიყენა ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება და ეს გასახარია”, – აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, “ქართული ოცნება” 54,23%-ით ლიდერობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,270 ნახვა