GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი- ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, რომელმაც არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

ყაველაშვილის თქმით სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. მისივე განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.

„სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა. რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ ხვალ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია. მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს. ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,717 ნახვა