GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს. მისი თქმით, გარდა რამდენიმე საარჩევნო უბნისა, არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო”. რაც შეეხება არჩევნების დღეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად მშვიდ ვითარებაში. 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინც და მაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი მაშინვე შეწყდა არეულობები და ბოლო ორი საათი ჩატარდა მშვიდ გარემოში ყველა საარჩევნო უბანზე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

კიდევ ერთხელ სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ძალიან მძიმე ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მსჯავრდებული უმძიმესი დანაშაულისთვის, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აფეთქების მცდელობისთვის, ერთ-ერთ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცდილობდა ე.წ. მწვანე საზღვრის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოსვლას. მას ემუქრებოდა საქართველოში 18 წლიანი პატიმრობა და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ამ ადამიანის მხრიდან ასეთ რისკზე წასვლა.

მადლობა სამართალდამცავებს იმისათვის, რომ აღკვეთეს საზღვრის უკანონო კვეთა და შესაბამისი პირი დღეს იმყოფება საპატიმროში, დანარჩენს რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს“-აღნიშნა პრემიერმა.

ასევე, ირაკლი კობახიძემ ცესკოს და 3 ათასზე მეტ საარჩევნო კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„ცესკოს განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევა იყო ის, რომ არჩევნები ტარდებოდა პირველად, პრაქტიკულად სრულად ელექტრონული სისტემით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას აძლევდა, რეგისტრაციას გადიოდა ელექტრონული წესით და რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული მართვა და მადლობა ცესკოს იმისათვის, რომ არჩევნების ადმინისტრირება მოხდა უნაკლოდ და მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არამედ 3 ათასზე მეტი საარჩევნო კომისიის წევრებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა