GD Banner
პოლიტიკა

ეუთო-ს კოორდინატორი პასკალ ალიზარდი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან

მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში.

„გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხვდნენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,896,698 ნახვა