პოლიტიკა

NDI-ის პრეზიდენტი – პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რათა გაუქმდეს დესტრუქციული ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მედიებზე

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ დღეს წინასწარ განაცხადს, რომელშიც 26 სხვადასხვა რეკომენდაციაა მოცემული, რათა პლურალიზმი, ინკლუზიური გარემო იქნას ხელშეწყობილი, – ამის შესახებ NDI-ის პრეზიდენტმა, თამარა ქოფმან ვითესმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

NDI-ის პრეზიდენტმა დღეს რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა, მათ შორის იმის შესახებ, რომ პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი.

„26 რეკომენდაციის დეტალები მოგვიანებით გადმოგეცემათ წერილობით, მაგრამ მე ახლა გამოვაცხადებ რამდენიმეს. პირველ რიგში, პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს, უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რათა გაუქმდეს დესტრუქციული ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მედიებზე და უნდა შეიქმნას სამართლებრივი გარემო იმისათვის, რომ დაცული იქნეს შეკრების, გამოხატვის უფლებები, თავისუფლებები და სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, რადგან ეს არის არსებითი, ძირითადი შემადგენელი დემოკრატიული პროცესების და ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ უნდა შეუწყონ ხელი ან არ უნდა დახუჭონ თვალი რაიმე ფორმით ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობენ პოლიტიკური აზრის გამოხატვას, მათ შორის მათ მიმართ, რომლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას არჩევნების შედეგების მიმართ. ყველა პირი, რომელიც ჩაიდენს ძალადობრივ ქმედებას, უნდა იქნეს მიცემული პასუხისგებაში, უნდა აგოს პასუხი და არ უნდა მოხდეს საპირწონედ მათი ქება-დიდება.

პარტიებმა, კანდიდატებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ თავიანთი ნება და მზაობა იმისათვის, რომ დაემორჩილებიან კანონს, მათ შორის, არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ბოროტად, ხელი უნდა აიღონ ძალადობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ეს ვალდებულებები უნდა იქნეს გაჟღერებული ინდივიდუალურად, წერილობით, ყველა ფორმით, ყველა დონეზე პარტიულ ადმინისტრაციებში და აუცილებლად მოხდეს შიდა სანქციების გამოყენებაც, რათა ეს აღმოიფხვრას.

მედიასაშუალებების და ჟურნალისტების საყურადღებოდ – უნდა მიეცეთ მათ ლეგიტიმური ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, მათი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში, ისე, რომ მთავრობა არ ერეოდეს, არ ავიწროებდეს თვითნებურად და არასათანადოდ არ აწესებდეს შეზღუდვებს, არ უშლიდეს ხელს. სახელმწიფო უწყებებმა დეტალურად და სკულპლუოზურად უნდა აარიდონ თავი მუქარას ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება იქნეს დანახული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევა მედიადამოუკიდებლობაში“, – განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა, თამარა ქოფმან ვითესმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,248 ნახვა