GD Banner
პოლიტიკა

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი, შემიძლია მოვიყვანო თბილისის მაგალითი, რამხელა გაუმჯობესება გვქონდა ხმებთან მიმართებაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

კიდევ ერთხელ, პირველ რიგში უნდა მივულოცოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, შთამბეჭდავი, სახელოვნად გამარჯვება, როგორც ჩვენი ოპონენტებიც იტყოდნენ ხოლმე და მადლობით დავიწყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსანკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს ‘ქართულ ოცნებას“ – 5000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ და მთელ წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყო კანონით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეენარჩუნებინათ და უზურნბველყოფილი ყფილიყო ისეთი გარემო, მათ შორის, ცესკოს სხვადასხვა სამსახურებს, ეს იქნება შსს თუ სხვა, რომლებზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის, არჩევნების სწორად, გამართულად ჩატარების, რომლებმაც უზრუნველყვეს თავის მხრივ, რომ დღეს, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთ სიტყვასაც კი რეალობასთან შემხებლობაში სერიოზულ დარღვევასთან მიმართებით ვერ ამბობს.

ამიტომ, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო სწორი, ანალიზზე, საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ჩვენც შესაბამისად, ამ მადლიერების და საკუთარი ვალდებულების ფარგლებში, რაც ყველა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, მზად ვართ, რომ კიდევ მეტი ძალისხმევით და შემართებით, მათი იმედები გავამართლოთ.

ორი დღის განმავლობაში რაღაც ფეიკ-კამპანიას აწარმოებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, წინა პერიოდისგან მაგალითად, 2020 წლისგან განსხვავებით, ეს ფეიკ-კამპანიაც არ გამოსდით, ჯერჯერობით ვერ დაასახელეს რაიმე არგუმენტი, რაც შეიძლება შემხებლობაში ყოფილიყო ოდნავ მაინც რეალობასთან. წინა შემთხვევაში, რაღაცას იგონებდნენ, მოგონილი ამბავი, შეიძლება ვიღაცა რომ გადაეწყვიტა ისე მოქცეულიყო, შესაძლოა რაღაც თეორიაში, უფრო სწორად, წარმოსახვაში მაინც ყოფილიყო წარმოსადგენი, თუმცა, ამ შემთხვევაში, რა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც ისინი იძახიან – ამასაც კი ვერ იგონებენ. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს ჩვენ გავაყალბეთ დაახლოებით 300 000-მდე ხმა, ანუ მათ ხომ დაწერეს 40% და იგონებენ ამბავს, რომ 300 000-მდე ხმა გაყალბდა, წარმოუდგენელი ამბავია, ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც არ შეიძლება.
რატომ აყენებენ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას არ ვიცი. იქაური ამომრჩევლის არჩეულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ. 

მე შემიძლია მოვიყვანო თბილისის მაგალითი, რამხელა გაუმჯობესება გვქონდა ხმებთან მიმართებაში. მთაწმინდაზე, მაგალითად, ნაცვლად წინა საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 13 ათასი ხმისა, მივიღეთ 14 500-ზე მეტი; ვაკეში 25 ათასის ნაცვლად – 29 ათასი; საბურთალოზე 31 ათასის ნაცვლად – 37 ათასი; კრწანისში 8 ათასის ნაცვლად – 11 ათასი, ვამრგვალებ ბუნებრივია ამ ციფრებს; ისანში 23 ათასის ნაცვლად -28 ათასი; სამგორში 30 ათასის ნაცვლად – 36 ათასი; ჩუღურეთში 16 ათასის ნაცვლად – 18 ათასი; დიდუბეში 15 500-ის ნაცვლად – 17 500; ნაძალადევში 28 500-ის ნაცვლად – 34 ათასი; გლდანში 28 ათასის ნაცვლად – 34 500 და ა.შ. და საერთო ჯამში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და შთამბეჭდავია ციფრები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები გააუმჯობესა 190 ათასი ხმით დაახლოებით. ანუ, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა არჩევნებთან შედარებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მაქვს საუბარი, 294 ათასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ, როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელსაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, ჯამში რა თქმა უნდა, 60 ათასი ადამიანით ნაკლებმა. აი ამას ვერ ეგუებიან სწორედ და დგანან ახლა და ფეისბუქში და სხვა სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ მეტი.

და უნდა შევეხო ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მოგახსენებთ და ამ დეტალზე არ შეხება, დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან, პოლიტიკური დანაშაული რა თქმა უნდა, უნდა შევეხო იმას, რასაც დამკვირვებლები, რომლებიც ასევე, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებზე ვსაუბრობ, მადლობა მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ უპრეცედენტო ზეწოლის, რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, მიუხედავად მათ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდათ, მაგრამ, მათ საბოლოო ჯამში თქვეს, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩა გუშინ და შემდეგ გააგრძელეს მასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე და მოლოდინებზე საუბარი. ანუ, მათ აღიარეს ლეგიტიმურობა ამ არჩევნების და თქვეს, რომ დიახ, ეს იყო კონკურენტული არჩევნები. მადლობა ამისათვის, რომ ამ უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მათ ასეთი, საბოლოო ჯამში პოზიტიური განცხადებები გააკეთეს.

ახლა რაც შეეხება შენიშვნებს. კი, ხშირად გამოიყენეს მათ ფრაზები „როგორც ამბობენ“, „როგორც ცნობები მოდიოდა“, შემდეგ, სხვათა შორის, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ეუთო/ოდირის ერთ-ერთმ წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, იმ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით შემდეგ დააკონკრეტა რომ ეს იყო მარნეულის შემთხვევა და აქ იქნება უმკაცრესი რეაგირება, ზუსტად ვიცი. და შეწყდა კენჭისყრა, გაუქმნდა ამ უბნის შედეგები, სხვა არ ყოფილა და ერთი ადამიანის მიერ განმეორებით კენჭისყრაზე რომ იყო საუბარი, ამაზე ეჭვი საერეთოდ გამოირციხა, იმიტომ, რომ ხოლოდ მარნეულის უბანზე მიუთითა იმ ადამიანმა.

სხვა შემთხვევებზე მიგანიშნებთ: ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც, რამდენიმე ბიულეტენი ერთად გადასცა კომისიის წევრმა ამომრჩეველს, მტკიცებულებები უკვე წარმოდგენილია და ეს ერთადერთი შემთხვევა შეეხებოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელს. სამი ბიულეტენი, ფოტომასალა არსებობს, იცით, გავრცელდა გუშინ, სამივეში მითითებული იყო, მონიშნული იყო, ხმა მიცემული იყო გახარიას პარტია; და მეორე ე.წ. ჩაყრა, რომელზეც საჩივარი დაიწერა ჩვენი მხრიდან და ეკუთვნოდა „ლელოს“ წარმომადგენელს – ეს იყო სულ. ანუ, თუკი რაიმე მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ორი სამიდან არის გახარიას და „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლების.


ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჯერ არ გახმოვანებულა და პირველად ამას მე გავაკეთებ. თქვენ გახსოვთ, “ყველაზე მძიმე უბანი” და “დაძაბულობას” რამდენჯერ იყენებენ ამ სიტყვებს ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები – IRI, NDI და ა.შ. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ და რა ხდებოდა ისანში? ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაცმოძრაობის” ზონდერები, ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გვარამიამ, იმიტომ რომ ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია და თავის პრესკონფერენციებზე რომ დადგებიან გთხოვთ ყველას, რომ დაუსვათ შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მაცხოვრებელი ზონდერ-ჯგუფები 30-40 კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არა ერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო, გუშინვე გავრცელდა ეს ინფორმაცია – ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, იმ უბნის მაცხოვრებლებს და ამომრჩევლებს, რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გაგვცენ პასუხი რას აკეთებდნენ ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისათვის, რომ დღეს ეუთოს წარმომადგენლებს და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ. 

რამდენიმე დეტალი ასევე, რაც ეუთო/ოდირის და უფრო მეტად გახმოვანდა IRI-ის და NDI-ის დამკვირვებლების შენიშვნებში, სატელევიზიო რეკლამის კანონზე მიუთითებდნენ ისინი. იცით რამდენი პროცენტი იყო კანონის მიხედვით სატელევიზიო რეკლამა ჩვენი? – 20 %. 80 % იყო ოპოზიციის, 20 % იყო ჩვენი, რაღა უნდა ვქნათ, უნდა ავიკრძალოთ თუ რა უნდა ვქნათ, გვითხრან და მოვიფიქრებთ გავაკეთოთ თუ არა, ან დავაბრუნებთ ძველს როგორც იყო, იმიტომ, რომ მათი მოწონებით იყო ეს კანონი მიღებული. სრული სპეკულაციაა ამაზე მითითება, ერთი სიტყვა არ თქმულა სამწუხაროდ, მათ შორის, არც ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ ოპოზიციური პარტიის ტელევიზიებმა უბრალოდ ჩვენ მიერ მიწოდებული რეკლამის განთავსებაზე თქვეს უარი. ერთი სიტყვა არ თქმულა და შემდეგ რამდენიმე ტელევიზიამ სცადა, რომ დისბალანსი აღმოეფხვრა, მაგრამ ვერ მოახერხა გვიან მოხდა ეს ყველაფერი. დისბალანსი არ აღმოიფხვრა, 5 საათზე მეტი დავალიანება რეკლამის დარჩათ ოპოზიციურ ტელევიზიებს ჩვენი, სიტყვა არ თქმულა.

მეორე: ვიდეოგადაღება აკრძალეთო. მათი მოთხოვნით გავაკეთეთ ეს წლების წინ და მათთვის ხელშეწყობით, რომ სახელმწიფოს ხარკი შემცირებულიყო, ჩვენი პარტიული რესურსით, გახსოვთ ხომ წინა არჩევნების შემთხვევაში ჩვენი განცხადებები? ისინი ითხოვდნენ, რომ ვიდეო გადაღება მომხდარიყო, რაიმე მანიპულაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი. ახლა პირიქით დაგვიტრიალეს წელს. გუშინ თუ გახსოვთ, კამერებით და ტელეფონებით დარბოდნენ ადამიანები, ვიდეოგადაღებას ვინ გვიკრძალავსო, არც არავინ უკრძალავდა, მაგრამ მაინც ამას გაჰკიოდნენ, როცა კანონით ეს არის დაშვებულიო.

მესამე: იურიდიულ პირებს მიეცით შემოწირულობების  გაკეთების საშუალებაო. თქვენ იცით, რომ ბოლო ცვლილებით, ფიზიკურ პირებს აქვთ მარტო შემოწირულობების გაკეთების საშუალება. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით, ყველა იმ ბიზნესმენს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოწირულობა გააკეთა, უღრმესი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო, იმიტომ, რომ ჩვენი რესურსი  მართლაც იყო კარგი და საიმისოდ აბსოლუტურად საკმარისი, რომ ჩვენ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა. ამიტომ, დიდი მადლობა ყველა შემომწირველს და ასევე დიდი მადლობა არჩევნებში ჩართულ ყველა  ადამიმანს, ვინც ორგანიზებას უწევდა ჩვენი ასეთი შთამბეჭდავი კამპანიის წარმოებას, თითოეულ მოქალაქეს, ვინც არჩევნებში იყო ჩართული.

ახლა რაც შეეხება თვითონ შემოწირულობებს: ასევე მათი მოწონებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას. ანუ, ჩვენ ჩვენი ტოტი მოვიჭერით და ახლა შენიშვნის სახით გვეუბნებიან IRI-ის და NDI-ის წარმომადგენლები, არ ჰქონდათ საშუალება კომპანიის წარმომადგენლებს, რომ დაეფინანსებინათ პარტიებიო. კიდევ ერთხელ გაიმეორონ და ერთ-ერთი პირველივე ცვლილება ეს იქნება და მივცემთ კომპანიებს საშუალებას, რომ დააფინასონ პარტიები. არადა, მათი მოთხოვნით იყო და ამას გაჰკიოდნენ ჩვენი ოპონენტები, რომ არ შეიძლება რომ კომპანიები აფინანსებდნენ, ამით მეტი რესურსი ეძლევა მმართველ პარტიასო. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაქვემდებარებოდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები.

და კიდევ ერთიც, არ შევალთო პარლამენტშიო ნუ შემოვლენ, მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს – სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში  ახორციელებენ. ვურჩევ, მეტიც – სოზარ სუბარმა გადასარევი პოსტი დაწერა წეღან – ვურჩევ რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა „პუფები“ არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. ჩახსნან სიები, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის. ძალიან კარგი იქნება. 

და კიდევ ერთხელ, რითაც დავიწყე იმით დავასრულებ – ჩვენს ამომრჩევებს, რომელთა რაოდენობაც თითქმის 200 ათასით გაიზარდა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უღრმესი მადლობა ასეთი ერთობისათვის, ასეთი მდგრადობისათვის, გარე ზეწოლების, აგენტურის ფეიკკამპანიის მიმართ და  თავისი სამშობლოს ასეთი სიყვარულისათვის და სწორი ანალიზისათვის. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა