GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი:ბაჩიაშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში გარე სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ ნარატივს იმეორებდა, თუმცა, იმის უნარიც არ ეყო, რომ კარგად მომზადებულიყო, ინტერვიუმ ბიძინა ივანიშვილი კი არ დააზიანა, არამედ მისი სასარგებლო შედეგი მოიტანა

გუშინწინ, როგორც „ტვ პირველს“ ახასიათებს, სკანდალური ანონსის შემდეგ, ბაჩიაშვილის ინტერვიუ გაუშვეს, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დაეზიანებინათ, მხოლოდ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოახერხეს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ.

ნიკოლეიშვილი რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და  აღნიშნავს, რომ  ბაჩიაშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში გარე სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ ნარატივს იმეორებდა. ასევე, მის განცხადებაზე, თითქის ივანიშვილთან მუშაობა მისი პრინციპებისთვის შეუთავსებელია, წერს, რომ მთელი კარიერის მანძილზე, ბაჩიაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებში მუშაობდა. ნიკოლეიშვილი აცხადებს იმასაც, რომ უმჯობესია, ბაჩიაშვილმა მის მიმართ არსებულ შეკითხვებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს გასცეს პასუხი.

“გუშინწინ, როგორც „ტვ პირველს“ ახასიათებს, სკანდალური ანონსის შემდეგ, ბაჩიაშვილის ინტერვიუ გაუშვეს, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დაეზიანებინათ, მხოლოდ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოახერხეს. ბაჩიაშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში გარე სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ ნარატივს იმეორებდა, თუმცა, იმის უნარიც არ ეყო, რომ კარგად მომზადებულიყო, რათა ამ სიცრუის გაფორმება და როლის ბუნებრივად თამაში მაინც მოეხერხებინა. ეს ახალგაზრდა ადამიანი მორიგი არაკაცი აღმოჩნდა – ბაჩიაშვილმა, უცხო ინტერესების შესაბამისად, იმ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ქმედება, რომელმაც კარიერა ნულიდან აუწყო, მთელი ცხოვრება ინახავდა და წარმატებისკენ მიათრევდა.

ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს, მისთვის ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა მიუღებელი და მისი პრინციპებისთვის შეუთავსებელია, თუმცა, საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ მისმა დედამ, რომელიც თვალის ექიმია, ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი შვილის დასაქმება სთხოვა, რაზეც ბატონმა ბიძინამ უარი არ უთხრა. ისიც ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სტრუქტურებში მუშაობდა, რამდენად მიუღებლად და შეუთავსებლად, ეს თავად საზოგადოებამ გადაწყვიტოს! გიორგი ბაჩიაშვილმა, იმისთვის, რომ გარე სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ნარატივი გაემყარებინა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი მის კუთვნილ, სრულიად უკანონოდ სანქცირებული თანხის მისაღებად ქვეყნის ბედით ვაჭრობს, განაცხადა, რომ „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ის მართავდა, რაც იმდენად სასაცილოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია.

ფაქტია, რომ საქმის მსვლელობის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განცხადებები არაერთხელ გააკეთეს. ისიც ფაქტია, რომ ბატონი ბიძინას ინტერესს უამრავი ადვოკატი იცავდა და მხოლოდ მათ მომსახურებაში ათობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი, შესაბამისად, განსაკუთრებული ანალიზის საჭიროების გარეშე ჩანს, რომ ბაჩიაშვილს „კრედიტ სუისთან“ არაფერი ესაქმებოდა.

ჭორაობის სანაცვლოდ, უმჯობესი იქნება, ბაჩიაშვილმა, მისდამი არსებულ შეკითხვებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს უპასუხოს, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა უკვე ისაუბრეს! მან განაცხადა, რომ თანხა, რომელიც ბიზნესს მოახმარა ბანკიდან სესხად აიღო, თუმცა უმთავრესის თქმა დაავიწყდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქონება იყო გამოყენებული!

ფინანსისტობა ნამდვილად არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ თუკი სესხი ბიძინა ივანიშვილის ქონებით იყო უზრუნველყოფილი, ეს თანხაც არა ბაჩიაშვილს, არამედ მას აუღია სესხად, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებიც კი არ არსებობს! ბაჩიაშვილმა ასევე თქვა, რომ იმ თანხიდან, რომლითაც ბიტკოინები შეიძინა, 2 მილიონი მისი პირადი ფული იყო, თუმცა, იმის შესახებ არ ისაუბრა, რომ ისიც ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა, როდესაც მოსკოვში მუშაობდა! გარდა ამისა, ბაჩიაშვილმა ისაუბრა, თითქოს, განსაკუთრებულ ნიჭს ფლობს, 17 წლიდან ბიზნესსაქმიანობაში იყო ჩაბმული და თანხას გამოიმუშავებდა, თუმცა, იქნებ საზოგადოებას დეტალურად წარმოუდგინოს, რა ბიზნესს ფლობდა 17 წლის ასაკში და რა თანხას გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი მენეჯერი და პროფესიონალი იყო, ამაზე თანაინვესტირების ფონდში მისი მემკვიდრის მიერ გაკეთებული განცხადება მეტყველებს – ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი მენეჯერული საქმიანობით 600 მილიონით აზარალა, შესაბამისად, რამდენად პროფესიონალია, ამაზე მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც მეტყველებს.

შესაბამისად, აღნიშნულმა ინტერვიუმ ბიძინა ივანიშვილი კი არ დააზიანა, არამედ მისი სასარგებლო შედეგი მოიტანა და მთელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა. დღეს უკვე ყველამ იცის, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მხოლოდ უცხო სპეცსამსახურების ნარატივი, რომელსაც უკვე აღარავინ იჯერებს! გუშინწინ, როგორც „ტვ პირველს“ ახასიათებს, სკანდალური ანონსის შემდეგ, ბაჩიაშვილის ინტერვიუ გაუშვეს, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დაეზიანებინათ, მხოლოდ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოახერხეს. ბაჩიაშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში გარე სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ ნარატივს იმეორებდა, თუმცა, იმის უნარიც არ ეყო, რომ კარგად მომზადებულიყო, რათა ამ სიცრუის გაფორმება და როლის ბუნებრივად თამაში მაინც მოეხერხებინა. ეს ახალგაზრდა ადამიანი მორიგი არაკაცი აღმოჩნდა – ბაჩიაშვილმა, უცხო ინტერესების შესაბამისად, იმ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ქმედება, რომელმაც კარიერა ნულიდან აუწყო, მთელი ცხოვრება ინახავდა და წარმატებისკენ მიათრევდა.

ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს, მისთვის ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა მიუღებელი და მისი პრინციპებისთვის შეუთავსებელია, თუმცა, საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ მისმა დედამ, რომელიც თვალის ექიმია, ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი შვილის დასაქმება სთხოვა, რაზეც ბატონმა ბიძინამ უარი არ უთხრა. ისიც ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სტრუქტურებში მუშაობდა, რამდენად მიუღებლად და შეუთავსებლად, ეს თავად საზოგადოებამ გადაწყვიტოს!

გიორგი ბაჩიაშვილმა, იმისთვის, რომ გარე სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ნარატივი გაემყარებინა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი მის კუთვნილ, სრულიად უკანონოდ სანქცირებული თანხის მისაღებად ქვეყნის ბედით ვაჭრობს, განაცხადა, რომ „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ის მართავდა, რაც იმდენად სასაცილოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. ფაქტია, რომ საქმის მსვლელობის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განცხადებები არაერთხელ გააკეთეს. ისიც ფაქტია, რომ ბატონი ბიძინას ინტერესს უამრავი ადვოკატი იცავდა და მხოლოდ მათ მომსახურებაში ათობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი, შესაბამისად, განსაკუთრებული ანალიზის საჭიროების გარეშე ჩანს, რომ ბაჩიაშვილს „კრედიტ სუისთან“ არაფერი ესაქმებოდა. ჭორაობის სანაცვლოდ, უმჯობესი იქნება, ბაჩიაშვილმა, მისდამი არსებულ შეკითხვებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს უპასუხოს, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა უკვე ისაუბრეს!

მან განაცხადა, რომ თანხა, რომელიც ბიზნესს მოახმარა ბანკიდან სესხად აიღო, თუმცა უმთავრესის თქმა დაავიწყდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქონება იყო გამოყენებული! ფინანსისტობა ნამდვილად არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ თუკი სესხი ბიძინა ივანიშვილის ქონებით იყო უზრუნველყოფილი, ეს თანხაც არა ბაჩიაშვილს, არამედ მას აუღია სესხად, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებიც კი არ არსებობს! ბაჩიაშვილმა ასევე თქვა, რომ იმ თანხიდან, რომლითაც ბიტკოინები შეიძინა, 2 მილიონი მისი პირადი ფული იყო, თუმცა, იმის შესახებ არ ისაუბრა, რომ ისიც ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა, როდესაც მოსკოვში მუშაობდა! გარდა ამისა, ბაჩიაშვილმა ისაუბრა, თითქოს, განსაკუთრებულ ნიჭს ფლობს, 17 წლიდან ბიზნესსაქმიანობაში იყო ჩაბმული და თანხას გამოიმუშავებდა, თუმცა, იქნებ საზოგადოებას დეტალურად წარმოუდგინოს, რა ბიზნესს ფლობდა 17 წლის ასაკში და რა თანხას გამოიმუშავებდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მენეჯერი და პროფესიონალი იყო, ამაზე თანაინვესტირების ფონდში მისი მემკვიდრის მიერ გაკეთებული განცხადება მეტყველებს – ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი მენეჯერული საქმიანობით 600 მილიონით აზარალა, შესაბამისად, რამდენად პროფესიონალია, ამაზე მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც მეტყველებს. შესაბამისად, აღნიშნულმა ინტერვიუმ ბიძინა ივანიშვილი კი არ დააზიანა, არამედ მისი სასარგებლო შედეგი მოიტანა და მთელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა. დღეს უკვე ყველამ იცის, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მხოლოდ უცხო სპეცსამსახურების ნარატივი, რომელსაც უკვე აღარავინ იჯერებს!” – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,053 ნახვა