GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საჭიროა მაქსიმალური აქტივობა, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს სახლში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს და ამორალურობას შორის

ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე უზრუნველყოფენ საჩივრების წერას, რომ საჩივარი ბევრი იყოს, ასეთი მდაბიო ფეიკ-კამპანიით ცდილობენ ისინი პროვოკაციის მოწყობას თუ ფონის შექმნას, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედია გამოჩნდება, იქ აპოკალიფსური სურათი იხატება, თუმცა, მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაამშვიდონ სიტუაცია და პროვოკაციებზე არ წამოეგონ.

„სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები, იქ ყველაფერი ნორმალურად მიდის. სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი. მაგრამ, ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა. ყველას დაბეჯითებით ვთხოვ, რომ არანაირი პროვოკაცია და ვიღაცის გადაცდომა არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ ამ პროვოკაციაზე წამოვეგოთ. ჩვენ უნდა დავაწყნაროთ სიტუაცია, ჩვენი ამომრჩევლის დონეზეც კი ყველას ვთხოვ, რომ დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ მაქსიმალურად სიტუაცია.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა მაქსიმალური აქტივობა, რადგან, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 5 ან 10 პროცენტი თუ გადაწყვეტს სახლში დარჩენას, აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დაიხატება, ვინაიდან, აქ საუბარია ასიათასობით ადამიანზე.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მაქსიმალური აქტივობა, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს სახლში, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის 5-10-მა პროცენტმა რომ იფიქროს,მოდი, მე სახლში დავრჩები – ამით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, იმიტომ, რომ აქ საუბარია ასიათასობით ადამიანზე, სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან განსხვავებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს და ამორალურობას შორის.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,896,300 ნახვა