GD Banner
Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი: მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი, შესაბამისად, ოპოზიციის ყოველგვარი უსუსური მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნებს, განწირულია

მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნების პროცესს, განწირულია.

„ვხედავთ, რომ დილიდან საკმაოდ მაღალი აქტივობაა. მოქალაქეები მოდიან და ამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით აძლევენ ხმას. თავად მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი. აქედან გამომდინარე ყოველგვარი უსუსური მცდელობა ოპოზიციის მხრიდან რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნების მიმდინარეობას, განწირულია. მოქალაქეები და მათ შორის დამკვირვებლები ხედავენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, ნორმალურ და ორგანიზებულ გარემოში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა