GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე: როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია – ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“

როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ.

„მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას.

როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,896,146 ნახვა